თითქმის 2 წლის შემდეგ, ტომას ვერმალენი ისევ "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაშია

თითქმის 2 წლის შემდეგ, ტომას ვერმალენი ისევ "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაშია

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობა "ვალენსიასთან" მატჩისთვის. როგორც იცით, გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება ჟერარ პიკე, რომლის შემცვლელიც დღეს ტომას ვერმალენია - საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელიც განუწყვეტელი ტრავმების გამო კლუბის განაცხადშიც კი ძალიან ხშირად ვერ ხვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ბელგიელმა "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში თამაში 2016 წლის 23 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში, "მალაგას" წინააღმდეგ შეხვედრაში (2-1) დაიწყო. 

ამის შემდეგ ვერმალენმა ერთი სეზონი "რომაში" გაატარა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, დაბრუნების შემდეგ კი "ბლაუგრანას" მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ნოემბერი 2017 14:53
    0
    ვერმალენმა ძალიან კარგად ითამაშა, ყოჩაღ!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #3 27 ნოემბერი 2017 13:13
    0
    არ მოვედოლი ვერმალენისგან ასე კარგად თამაშს. მასკერანოს დაყენებას მგონი ეს ათამაშოს ჯობია
    Culé [?]
    #2 26 ნოემბერი 2017 23:49
    0
    იმედია არ ვინანებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ნოემბერი 2017 23:49
    0
    დღეს აქვს შანსი, რომ გამოიჩინოს თავი. აბა ტომას, შენ იცი!
    --------------------
    GRACIES JOHAN...