პაულინიო = BBC

  • 19-11-2017, 01:13
  • პაულინიო = BBC

    "ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს, პაულინიოს, ამ მომენტისთვის, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც მადრიდის "რეალის" შემტევ ტრიოს ერთად.

    პაულინიოს ჩინური "გუანჩჟოუდან" "ბარსელონაში" 40 მილიონ ევროდ გადასვლას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. თუმცა, 29 წლის ნახევარმცველის თამაშზე ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით. დღეს, მან "ლეგანიესის" წინააღმდეგ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, რის შემდეგაც, ბრაზილიელს პრიმერაში უკვე 4 გოლი დაუგროვდა. საინტერესოა, რომ ამდენივე გოლი აქვთ გატანილი "რეალის" შემტევებს - კრიშტიანუ რონალდუს, ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილს ერთად.

    ამ წუთებში, "რეალი" "ატლეტიკოს" სტუმრად ეთამაშება და რონალდუსა და ბენზემას სტატისტიკის გაუმჯობესების შანსი აქვთ.

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 19 ნოემბერი 2017 15:46

    რეალს ხახაში ჩაუდეს შამბალა.მეზიზღება ეს გუნდი საშინლად.

    0
    გასულია

    8 - 19 ნოემბერი 2017 14:55

    შანსი აქვთ არა ტოლმა , 0:0 დამთავრდა და ეს ფრე გამოვიცანი. სხვაობა 10 ქულაა.

    0
    გასულია

    7 - 19 ნოემბერი 2017 14:40

    დემბელე არ გვინახავს ჯერ და ეს ჯერ-ჯერობით საუკეთესო ტრანსფერია რაც გაკეთდა smile

    0
    გასულია

    6 - 19 ნოემბერი 2017 14:01

    სხვათა შორის არც ისე ადვილი გოლი გაიტანა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

    0
    გასულია

    5 - 19 ნოემბერი 2017 10:56

    Midi pauu

    0
    გასულია

    4 - 19 ნოემბერი 2017 08:38

    აუ რა გასწორებულში იქნება :დ

    0
    გასულია

    3 - 19 ნოემბერი 2017 01:53

    პაულინიომ გაგვაოცა მისი კარგი თამაშით, ნამდვილად არ მოველოდი, ვერ გააუმჯობესეს ბბს 0-0 დამთავრდა , ისე ატლეტიკო უფრო ახლოს იყო მოგებასთან, არ გაუმართლათ, ჩვენთვის ნიჩია იდიალური შედეგია , ასე გააგრძელონ

    0
    გასულია

    2 - 19 ნოემბერი 2017 01:52

    სტატისტიკა ვერ გააუმჯობესეს რონალდომ და ბენზემამ :დ

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია

    1 - 19 ნოემბერი 2017 01:19

    ნუ რა თქმა უნდა უაზრო მარა სასაცილო სტატისტიკაა. ეგ რო ვინმეს ეთქვა ერთი 2-3 თვის წინ ყანაზე ჩაგქოლავდნენ. ბანს დაგადებდნენ :D რო ნოემბრის ბოლოს ყველას დაცინვის ობიექტი პაულინიო ბბს ზე მეტს გაიტანდა 10 ტურის მერე.

    0