"სიტის", "ჩელსისა" და პსჟ-ს მესის გადაბირების იმედი აქვს

"სიტის", "ჩელსისა" და პსჟ-ს მესის გადაბირების იმედი აქვს

"ბარსელონას" არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" ფინანსურად მიმზიდველ პირობებს სთავაზობენ. ამ ინფორმაციას Okdiario ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამ სამ ევროპულ კლუბში ფიქრობენ, რომ მესი "ბარსელონაში" ძველებურად ბედნიერი აღარაა და მათ იმედი აქვთ, რომ არგენტინელს ზაფხულში გადაიბირებენ.

ბოლო წლებში, მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ცნობილია, რომ მას ფინანსურად იმაზე გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ, ვიდრე "ბარსელონაში" აქვს, მაგრამ ფეხბურთელმა კატალონია მაინც არ დატოვა. ერთადერთი კლუბი, რომელშიც გადასვლის სურვილსაც მესი ღიად აფიქსირებს, არგენტინული "ნიუელს ოლდ ბოისია".

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესიმ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა და კატალონიელები ახლა მასთან უვადო ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 18 ნოემბერი 2017 11:32
    0
    ოდესმე გინახავთ მეფეს თავისი სამშობლო ტახტი დაეტოვებინოს და სხვა ქვეყანაში წასულიყოს სამეფოდ ? მე არა wink
    temo24
    სტუმარი [?]
    #4 17 ნოემბერი 2017 23:58
    0
    უაზრობაა ეს ყველაფერი უკვე მეცინება ასეთ რაღაცეებს რომ ამბობენ საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია რომ მესი ბედნიერი აღარ არის ბარსელონაში სრული სისულელეა და რაც შეეხება ფულს მესი ფულს არასოდეს დახარბდება
    donSergio
    სტუმარი [?]
    #3 17 ნოემბერი 2017 20:15
    0
    Imedi nu mogishalot ghmertma:D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ნოემბერი 2017 18:33
    0
    Next joke, please :D
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #1 17 ნოემბერი 2017 18:20
    0
    Psg raunda