ტებასი: მესიმ კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა

  • 14-11-2017, 20:39
  • ტებასი: მესიმ კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა

    ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებით, ლიონელ მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი, რომელიც დიდი ხანია, საკამათო თემაა, უკვე გააფორმა.

    "მესიმ კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა. კონტრაქტი ოფიციალურ ხასიათს იღებს მაშინ, როცა ის ხელმოწერილია და არა მაშინ, როცა ამის შესახებ ყველა იგებს და თუ მე არ მომატყუეს, არგენტინელმა მას ხელი უკვე მოაწერა". - აცხადებს ტებასი.

    გასულ ზაფხულს "ბარსელონას" შემადგენლობა საკმაოდ დასუსტდა და ბევრი გუნდს მაღალ შედეგებს არ უწინასწარმეტყველებდა, ამიტომ, გულშემატკივართა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ლიონელ მესი გუნდიდან წასვლაზე დაფიქრდებოდა. თუმცა, კატალონიელებმა სეზონი შესანიშნავად დაიწყეს და ამ მხრივ პრობლემა არ უნდა არსებობდეს.

    კონტრაქტი ოფიციალურად კლუბმა უნდა დაადასტუროს, ტებასის განცხადებას კი არანაირი ოფიციალური მნიშვნელობა არ აქვს.


    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 15 ნოემბერი 2017 01:06

    მესი არ მგონია სადმე გადავიდეს , ბარსა მესის ოჯახია, ისე ამ ხემძვანელობის ხელში არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს ფულის გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ.უბრალოდ მესი ძალიან დიდი ფიგურა.

    0
    გასულია

    7 - 14 ნოემბერი 2017 22:09

    ციტატა: Jose Bus Mourinho
    ვულოცავ უმტოს

    უმტიტი

    0
    გასულია

    6 - 14 ნოემბერი 2017 21:56

    და თუ მე არ მომატყუეს ? :))))))))))))
    ვერაა ეს თავის მატორზე !
    bowtie bowtie bowtie

    0
    გასულია

    5 - 14 ნოემბერი 2017 21:52

    ვულოცავ უმტოს

    0
    გასულია

    4 - 14 ნოემბერი 2017 21:13

    ციტატა: BUS jose mourinho
    დღეს უმტიტის დაბადების დღეა დაწერე ამ თემაზე რამე ადმინ 24 გახდა

    0
    გასულია

    3 - 14 ნოემბერი 2017 21:12

    მესის გადასვლა ძალიან არარეალურს ჰგავს და არც გამიფიქრია.

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია

    2 - 14 ნოემბერი 2017 20:57

    დღეს უმტიტის დაბადების დღეა დაწერე ამ თემაზე რამე ადმინ 24 გახდა

    0
    გასულია

    1 - 14 ნოემბერი 2017 20:51

    რატო უნდა გამოაცხადოს ეხლა ზაფხულის ტრანსფერებზე ჩაისვრის და მერე ამას ბედბიერი სახით გამოაცხადებს აჩკარიკა გიხაროდეთო მე ერთი ტრანსფერის მჯერავს იერი მინა 9 მილიონი ღირს და მაგიტომ... კოუ პსჟ მიაშურებს გრიზმანი მანჩესტერში გადავა დიდი ალბათობით ეს დაბოლებები მაგარი იცის აჩკატიკამ ვითომ ვიღაცეები მოყავს გააააჯ !!!

    0