ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში "ბარსელონელებმა" გაიბრწყინეს

  • 12-11-2017, 12:59
  • ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში "ბარსელონელებმა" გაიბრწყინეს

    გუშინ, ესპანეთის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა. შეხვედრამ განსაკუთრებით კარგად ჩაიარა "ბარსელონას" წარმომადგენლების, კერძოდ კი ჟორდი ალბას და ანდრეს ინიესტასთვის.

    ცენტრალურ ამერიკელთა განადგურება სწორედ ალბამ დაიწყო, რომელმაც ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე გახსნა დავიდ სილვას პასის შემდეგ. სილვამ ამის შემდეგ დუბლი შეასრულა, გაიტანა ასევე ალვარო მორატამაც, საბოლოო ანგარიში კი ანდრეს ინიესტამ დააფიქსირა.

    ინიესტა, რომელსაც მოედანზე 90 წუთის გატარების საშუალება ხშირად არ ეძლევა, შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ორმა "ბარსელონელმა", ჟერარ პიკემ და სერჟიო ბუსკეტსმა. ორივე მათგანი ხულენ ლოპეტეგიმ მოედნიდან მეორე ტაიმში გაიყვანა.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 14 ნოემბერი 2017 15:30

    "ციყვი" რა კაცია, მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა!

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Anthony Martial

    2 - 12 ნოემბერი 2017 14:57

    მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით

    0
    გასულია

    1 - 12 ნოემბერი 2017 14:30

    iniesta sikvastan ertad sauketeso iyo

    0
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-