ტერ შტეგენს შანსი აქვს, გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს

  • 12-11-2017, 11:53
  • ტერ შტეგენს შანსი აქვს, გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს

    უკვე რამდენიმე წელია, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კარს მანუელ ნოიერი იცავს და ძირითადი მეკარის სტატუსის დაკარგვის საფრთხე მას აქამდე არ ჰქონია.

    თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნოიერი აპრილში მიღებულ ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს და ამასობაში საუკეთესო ფორმაშია "ბარსელონას" კიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, შესაძლოა, ის მოხდეს, რისი წარმოდგენაც თუნდაც ერთი წლის წინ გაგვიჭირდებოდა.

    ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონი საუცხოოდ დაიწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩატარებული მატჩები "ალავესის", "ატლეტიკოსა" და ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ამ უკანასკნელში გერმანელი მატჩის გმირადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. საინტერესოა, რომ მარკი ბოლო დროს ფეხით თამაშის და წინ გამოსვლისას შეცდომებსაც აღარ უშვებს, რაც საკმაოდ ხშირი იყო წინა სეზონებში.

    რა თქმა უნდა, მისი ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ რჩება გერმანელთა მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვისთვისაც, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სერიოზულად მოუწევს დაფიქრება - დატოვოს გამოცდილი, 31 წლის ნოიერი ძირითად მეკარედ თუ შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ასევე საკმაოდ გამოცდილ ტერ შტეგენს მისცეს შანსი.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 14 ნოემბერი 2017 15:31

    გამოცდილება ბევრ რამეს ნიშნავს, თუმცა ტერ შტეგენს მაინც მოუწევს გარკვეული ხანი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს.

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Pavle

    4 - 12 ნოემბერი 2017 16:46

    ტერ შტეგენი წელს საუცხოო სეზონს ატარებს, ასე რომ გამორიცხული არაფერია.

    0
    გასულია

    3 - 12 ნოემბერი 2017 12:40

    ეს კი არის ერთ ერთი საუკეთესო მარა გუშინ ინიესტას უყურეთ რაებს აკეთებდა? ტიპი იმენა ტვინია რაღაც სასწაული ვინმეა, კომპიუტერი უდევს თავში, ჯერ სილვასთან ეა კომბინაცია გაათამაშა მორატას გოლის დროს, მერე ალბას რა პასებს უჩითავდა ,სილვას მეორე გოლიც მაგისი წამოწყებული იყო და ბოლოს ხო საერთოს ულამაზესი დარტყმით დააგვირგვინა ,უგვირგვინო მეფეა ეს კაცი <3 აი სილვა რო გვყოლოდა თუნდაც ჩავის მერე აუ რას დავიხატებოდით, და თუნდაც რაკეტა + სილვა ხო უფრო დავიხატებოდით,მესი ისედაც ხანს სად არის ხან სად და სილვას მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია, ცენტრშიც გამთამაშებლადაც და შემტევადაც ,პიარი არ ჰქონდა ამ კაცს თავის დროზე თორემ ეს რომ ბარსაში ყოფილიყო არც მოდრიჩს ახსენებდნენ ახლა არც კროოსს და მით უმეტეს არც სხვა დანარჩენს

    0
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-
    გასულია

    2 - 12 ნოემბერი 2017 12:13

    ციტატა: Giorgi12
    მომავალი ნოიერია

    ნოიერზე უკეთესი გახდება მალე relaxed

    0
    გასულია

    1 - 12 ნოემბერი 2017 11:57

    მომავალი ნოიერია

    0