ალბა: ნეიმარის წასვლით ბევრად უკეთესი გავხდი

ალბა: ნეიმარის წასვლით ბევრად უკეთესი გავხდი

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ განაცხადა, რომ ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლამ მისი თამაშის გაუმჯობესება გამოიწვია.

"ნეიმარი დიდებული მოთამაშეა, რომელიც თავისი გრძნობების, აზრების, რაღაც გარემოებების გამო წავიდა. ჩვენ ბევრი ბიჭი გვყავს, რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. მე ყველა მათგანით კმაყოფილი ვარ.

როგორც უკვე ვთქვი, წინ ბევრი სივრცე გამომიჩნდა. გულახდილად რომ ვთქვა, მე ასე ბევრად უფრო მომწონს. საკუთარ თავში თავდაჯერება დავიბრუნე. მირჩევნია, როდესაც ფლანგზე მეტი სივრცეა.

მე თამაშით ვტკბები, რაც უკვე დიდი ხანი არ ხდებოდა." - განაცხადა ალბამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.