"ბარსელონამ" არასრული შემადგენლობით ივარჯიშა

"ბარსელონამ" არასრული შემადგენლობით ივარჯიშა

დღეს, "სიუტატ ესპორტივაზე" "ბარსელონამ" არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში პაკო ალკასერი, დენის სუარესი და ჟერარ დეულოფეუ იყვნენ, ლუის სუარესი კი ცალკე, სპორტ-დარბაზში ვარჯიშობდა.

"ბარსას" შემადგენლობას ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა დროებით კიდევ 14 მოთამაშე დააკლდება. ისინი სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას თავიანთ ეროვნულ გუნდებთან ერთად იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ივან რაკიტიჩის ხორვატიის გარდა ყველა ნაკრებს, რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები თამაშობენ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დასრულებული აქვს და მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს. რაკიტიჩს კი მუნდიალზე გასასვლელად ფლეი-ოფში საბერძნეთის ნაკრებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ნოემბერი 2017 19:48
    0
    ციტატა: romchika2001
    მგონი,ლეო ლეგანესთან არითამაშებს. იმედია მისცემს ვალო დასვანების საშუალებას

    ნიგერიასთან ისედაც არ იქნება ნაკრებში და წესით დაისვენებს. არაა ლეგანესი მთლად ხელწამოსაკრავი გუნდი.
    romchika2001
    სტუმარი [?]
    #1 6 ნოემბერი 2017 18:33
    0
    მგონი,ლეო ლეგანესთან არითამაშებს. იმედია მისცემს ვალო დასვანების საშუალებას