პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა "ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლი ვერ გაიტანა

  • 1-11-2017, 11:34
  • პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა "ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლი ვერ გაიტანა

    ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა "ბარსელონასა" და "ოლიმპიაკოსს" შორის უგოლოდ, 0-0 დასრულდა და ეს იყო პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა კატალონიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 

    ბოლოს ეს 2012 წლის 5 დეკემბერს "კამპ ნოუზე" მოხდა. მაშინ კატალონიელები ლისაბონის "ბენფიკას" მასპინძლობდნენ. გოლი ვერც ერთი გუნდის ფეხბურთელებმა ვერ გაიტანეს. "ბარსელონასთან" მოპოვებული ქულის მიუხედავად, "ბენფიკა" ჯგუფში მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა, "ბარსამ" კი ჯგუფის ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ეს ის სეზონია, რომელშიც "ბარსელონა" ასპარეზობას ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" გამოთიშა (ორი მატჩის ჯამში 7-0). საბოლოოდ "რეკორდმაისტერმა" ფინალში დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა და ტურნირი მოიგო.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 ნოემბერი 2017 14:30

    ვილვარდეს დამსახურებაა :X

    0
    --------------------
    I LOVE BARCELONA !!!
    გასულია

    1 ნოემბერი 2017 14:21

    ციტატა: Guro messi
    დარწმუნებული ვარ მაგრად მოიხოდებიან ბიჭები.დე ლიხტი კოუტინიო და ვერნერი ზამთარში გვჭირდება სამივე

    კოუტინიო ლიგაზე ვერ ითამაშებს და ლალიგაში რავი, ლა ლიგის მოგებას ბარსა კოუტინიოს გარეშეც შეძლებს, აი ლიგაზე კიდე აუცილებლად დაჭირდება

    0
    გასულია

    1 ნოემბერი 2017 12:19

    დარწმუნებული ვარ მაგრად მოიხოდებიან ბიჭები.დე ლიხტი კოუტინიო და ვერნერი ზამთარში გვჭირდება სამივე

    0
    გასულია

    1 ნოემბერი 2017 12:02

    უღიმღამოდ თამაშობენ ასე ძლიერი გუნდი დაგვჩაგრავს

    0
    გასულია

    1 ნოემბერი 2017 11:40

    ძალიან მიჭირს თქმა მაგრამ არ ვართ ჩვენ ამ სეზონში არაფრის მომგები გუნდი, ძალიან ცუდია

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied