ერნესტო ვალვერდე: თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება

  • 29-10-2017, 11:02
  • ერნესტო ვალვერდე: თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება

    "ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ (2-0) ჟურნალისტებთან ისაუბრა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, რომელიც შედეგით კმაყოფილია, თუმცა მეორე ტაიმში თავისი ფეხბურთელების თამაშით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა.

    "პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო. ჩვენ ვდომინირებდით და ვაჩვენებდით, რომ მომენტების შექმნა და გამოყენება შეგვიძლია. თუმცა, "ბილბაოსაც" ჰქონდა რამდენიმე შანსი, განსაკუთრებით კი არიც ადურისს.

    მეორე ნახევარში ჩვენმა მეტოქეებმა ბურთის დაპატრონება შეძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კართან ბევრი მომენტი არ შექმნილა, მათ შანსები ჰქონდათ და გატანა ნამდვილად შეეძლოთ".

    მატჩის გამორჩეული ფეხბურთელები უდავოდ ლიონელ მესი, ტერ შტეგენი და სამუელ უმტიტი იყვნენ. ვალვერდემ მათზეც გააკეთა კომენტარი.

    "ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ისეთი მოთამაშე, როგორიც მესია, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა ფეხბურთელებიც კარგად თამაშობენ. სეზონი საკმაოდ გრძელია და თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება" - აცხადებს ერნესტო ვალვერდე.


    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 29 ოქტომბერი 2017 22:24

    დენისს რატომ არ აძლევს შანსს? რატომ შეუჩნდა?

    0
    გასულია

    6 - 29 ოქტომბერი 2017 15:47

    კარგი ტაქტიჯით მიდის ძალებს ზოგავს სუსტ გუნდებთან და თან ამით ყველას ეძლევა შანსი თავის გამოჩენისათვის გომეში შარშანდელთან შედარებით მაგრად გამოიყურება და დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის თუ არ გაყიდეს ზამთარში

    0
    გასულია

    5 - 29 ოქტომბერი 2017 15:02

    დენიზის შემოყვანით ცენტრში ბურთს ვერ დაიჭერდაა სწორად განსაზღვრა ტაქტიკაა მაგრამ სემედუს უნდა დაეწყო და შემდეგ რობერტო უნდა შეეცვალა გომეში იმიტო რო საჰაერო ორთაბრძოლებში კარგია გომეში და ძაან ბევრს მოძრაობდა ყველა ფლანგზეე

    0
    გასულია

    4 - 29 ოქტომბერი 2017 14:42

    ვალოდია სტილი შეცვალე თორე შორს ვერ გაფრინდებით

    0
    გასულია

    3 - 29 ოქტომბერი 2017 14:18

    Kargi tamashi iyo magram mxolod pirvel taimi. Meoreshi dzaan dagvawvnen paktobrivad burti nax dacvam ver amoitana da ver daichiraa. Andre gomeshi titqos cdilobs magram ar gamodiss paulinho kai iyo da suaresze zedmetia.pormashi veradaver shevida.zustad esaa barcas problema naxevardacva da gauazrebeli taqtika aset tamashu semedo rogor unda daesva da gomeshi daeyenebina valverdes an denisi rato ara shemoiyvana ara vuci.mokled mtavaria barcam moigo da es problemebi unda mogvardes momavalshi

    0
    გასულია

    2 - 29 ოქტომბერი 2017 12:31

    მე ვალიკო კარგ მწვრთნელად მიმაჩნია, მაგრამ რო უყურე თავი ისევ საშუალო გუნდში გონია,ევროზონოზა რო იბრძვის,იმას რასაც თამაშობს ბარსა დღეს,ამას ბარსას ფეხბურთი არ ქვია,გუშინდელი მეორე ტაიმი ამის დასტურია,

    0
    გასულია

    1 - 29 ოქტომბერი 2017 12:27

    მერედა რომ უყურებ ბურთს ვერ იჭერს შენი გუნდი ნახ. დაცვა უნდა გააძლიერო.მე პირადად დენისს შემოვიყვანდი გომეშის ნაცვლად და სემედუს რაკიტიჩის ნაცვლად.

    0
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა