ლუკა დინი: "მესი საუკეთესოა და ის ამას ყოველდღე ამტკიცებს"

ლუკა დინი: "მესი საუკეთესოა და ის ამას ყოველდღე ამტკიცებს"

"ოლიმპიაკოსთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ლუკა დინიმ, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

"კარგია, რომ გავიტანე და ამით გუნდის დახმარება მოვახერხე.

მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელმა თავისი საქმე მაქსიმალურად კარგად გააკეთოს და ასე ჩვენ ყოველთვის შევძლებთ გამარჯვებას.

ვეცდები, ჩემი შედეგები გავაუმჯობესო და გუნდის შემადგენლობაში ადგილი მალე დავიმკვიდრო" - აცხადებს 24 წლის ფეხბურთელი.

მან კომენტარი გააკეთა თავის თანაგუნდელზე, ლიონელ მესიზე, რომელმაც "ოლიმპიაკოსთან" საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.

"მესი უბრალოდ საუკეთესოა და ის ამას ყოველდღე ამტკიცებს."

დინი კმაყოფილია ერნესტო ვალვერდეს მუშაობითაც:

"მწვრთნელი ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. ამ მომენტისთვის ყველა ტურნირზე ვლიდერობთ და ეს სწორედ მისი და მთელი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა" - განაცხადა ფრანგმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებს ჟორდი ალბა, ასე რომ, დინის თავის გამოჩენის შანსი ახლო მომავალში ისევ ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2017 18:37
    0
    სანამ ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან გუნდის ძირითადი თერთმეტეული ასე მიმაჩნია:
    ტერ შტეგენი
    სემედუ მასკერანო უმტიტი დინი
    პაულინიო ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი დეულოფეუ
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #1 19 ოქტომბერი 2017 15:35
    0
    დინი კარგი ბიჭია სკამისთვის კარგია.