ერნესტო ვალვერდე: ხოსე არნაისმა სეზონი კარგად დაიწყო

  • 18-10-2017, 13:37
  • ერნესტო ვალვერდე: ხოსე არნაისმა სეზონი კარგად დაიწყო

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე სარეზერვო გუნდის ვარსკვლავზე, 22 წლის შემტევ ნახევარმცველზე, ხოსე არნაისზე საუბრობს.

    "არნაისი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას აქვს პასი, თავდაჯერებულობა და გააქვს გოლები.

    "ბარსელონა ბ"-ს თამაშებს თვალს ყოველთვის ვადევნებთ. ხოსემ სეზონი კარგად დაიწყო. მას წინ მნიშვნელოვანი სეზონი და ბევრი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

    არნაისი განსხვავებული შესაძლებლობების ფეხბურთელია, მაგრამ მე ჩემს გუნდზე კონცენტრაციის მოხდენას ვისუვრებდი. თუმცა, "ბარსა ბ"-ც ჩემი გუნდის ნაწილია. სეზონი გრძელია და ვნახოთ, რა დაგვჭირდება", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს კატალონიური Sport.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 18 ოქტომბერი 2017 20:02

    გამარჯობა მე ახალი ვარ მაგრამ ბარსას ფანი დაბადებიდანვე ვარ ბარსა სანამ იარსებებს იქამდე ექნება ფეხბურთის კლასს აზრი რაც შეეხება ახალ მწვრთნელს ძალიან მინდოდა ეს ადამიანი ბარსას მწვრთნელი გამხდარიყო რადგან ბიუჯეტს უაზროდ არ ხარჯავს და ცდილობს კარგი ფეხბურთელის ძებნას ბარსას აკადემიაში დიდ პატივს ვცემ ერნესტო ვალვერდეს მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და იმედი მაქვს სწორ ტრანსფერებს განახორციელებს იანვარში და ტრიპლეტს დადებს ბარსა წელს

    0
    გასულია

    4 - 18 ოქტომბერი 2017 16:28

    პაკოს კი აჯობებს მემგონი

    0
    გასულია

    3 - 18 ოქტომბერი 2017 14:47

    ციტატა: Visca el barca
    ციტატა: Magician
    იცით ვინმემ ამ ბიჭის თამაშები? მართლა ამომავალი ვარსკვლავია?

    რა აამომავალი კაი რა,22 წლის ბიჭი ბ გუნდში რო თამაშობს მის მომავალზე საუბარი საერთოდ ზედმეტია

    ჰო, მეც არაფერი მსმენია ამ ბიჭზე და რა ამომავალი ვარსკვლავი :დდ

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია

    2 - 18 ოქტომბერი 2017 14:12

    ვალვერდეს ეხერხება ვარსკვლავების აღმოჩენა.არნაისს კი იმედია პირველ გუნდშიც ვიხილავთ.ამ ჯერზე გუნდი დასაცლელია.პირველი კანდიდატები წასვლის რაფინია,თურანი და ვერმალენი არიან.ზამთარში კარგი იქნებოდა იერი მინას და ბრანტს თუ ვიყიდდით.გომეშის იმედიც არ მაქვს ეგეც გასაშვებია.რაკიტიჩს კი თუ მარსიალში გაგვიცვლიან უყოყმანოდ უნდა გავატანოთ.არამგონია კოუტინიოს ტრანსფერი ზამთარში გავახერხოთ.ზაფხულში კი უეჭველი მოსაყვანია რაც მალე მით უკეთესი.
    ასეთ ბარსას ვიხილავდი:
    ძირითადი:
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    ინიესტა ბუსკეცი კოუტინიო
    მესი სუარესი დემბელე

    სათადარიგო:
    სილესენი
    ვიდალი მასკერანო მინა დინი
    პაულინიო რობერტო დენისი
    ბრანტი პაკო მარსიალი.
    მგონი შეიძლება ასეთი გუნდის დაყენება ზამთარში.

    0
    გასულია

    1 - 18 ოქტომბერი 2017 13:55

    იცით ვინმემ ამ ბიჭის თამაშები? მართლა ამომავალი ვარსკვლავია?

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...