"ბარსელონა" სამუელ უმტიტის კონტრაქტის გადახედვას გეგმავს

"ბარსელონა" სამუელ უმტიტის კონტრაქტის გადახედვას გეგმავს

"ბარსელონამ" ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის, შესაძლოა, მალე ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი უახლოეს მომავალში 23 წლის ფრანგ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე, რომელშიც პირობები გაუმჯობესებული იქნება, მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

უმტიტის მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება, თუმცა "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელს ხელფასი გაუზარდოს და გაზარდოს მისი გამოსასყიდი თანხაც, რომელიც ამჟამად 60 მილიონი ევროა.

უმტიტი "ბარსელონაში" 2016 წლის ზაფხულში "ლიონიდან" გადავიდა და მალევე სასტარტოს ფეხბურთელი გახდა. მან გასულ სეზონში 42 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 მატჩია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 18 ოქტომბერი 2017 19:56
    0
    დელიგთი და უმტო კაი იქნება მომავალში
    Gio Dybala
    სტუმარი [?]
    #8 18 ოქტომბერი 2017 15:05
    0
    ამას გვერდით სტოუნზი დაამშვენებდა
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #7 18 ოქტომბერი 2017 14:45
    0
    უმტიტი მაგარი კაცია
    გამოსასყიდი იმედია დიდი იქნება
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #6 18 ოქტომბერი 2017 12:28
    0
    ბარსას კედელია ტიპი.ძაან ახალგაზრდაა.ხომ შეიძლება გამოსასყიდი თანხა არ მიუთითონ კონტრაქტში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ოქტომბერი 2017 11:29
    0
    ეს გაუვალი კედელია, თან ჯერ რა ახალგაზრდაა. მოკლედ, უმტიტს მართლა სჭირდება პარტნიორი!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #4 18 ოქტომბერი 2017 10:04
    0
    ციტატა: Visca el barca
    ამას მაგარი პარტნიორი სჭირდება ცენტრში, პიკემ ამოწურა თავისი შესაძლებლობა, ალბათ ასაკის ბრალია, ყველა გოლი მისი ფლანგიდან გადის თითქმის წელს
    დელიხტი კაი ვარიანტი იქნებოდა

    ძმა რატო გაქვთ ამ დელიხტზე ამხელა წარმოდგენა ვერ ვხდები...
    Culé [?]
    #3 18 ოქტომბერი 2017 08:41
    0
    Exla cxrilebs vuyureb chempionta ligis da vxvdebi ro aucileblad pirvel adgilze unda davasrulod jgufshi, tavidanve city da psj ro ar gvetakos
    Montekristo
    სტუმარი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2017 07:53
    0
    ერ რა გვყავს ბიჭოო... როგორ მევასება ეს ცხოველი :D
    Culé [?]
    #1 18 ოქტომბერი 2017 02:45
    0
    Es atamashos sul... es da sameduc .. xshirad asvenebs xolme