რონალდინიომ "ბარსელონადან" წასვლის მიზეზი გაამხილა

  • 16-10-2017, 13:17
  • რონალდინიომ "ბარსელონადან" წასვლის მიზეზი გაამხილა

    ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მან "ბარსელონა" პეპ გვარდიოლასთან ცუდი ურთიერთობის გამო დატოვა.

    "უბრალოდ გადავწყვიტე, კლუბი დამეტოვებინა, რადგან ყველაფერი მოვიგე და ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.

    გვარდიოლასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.

    ტყუილია, რომ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი. მოგება "ბარსელონადან" წასვლის შემდეგაც განვაგრძე. ლიბერტადორესის თასი "ატლეტიკო მინეიროსთან"ერთად, 7-თვიანი წაუგებელი სერია "ფლამენგოში", მექსიკის თასი "კარეტაროსთან" ერთად... არაფერს ვნანობ." - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Marca.

    რონალდინიო "ბარსელონაში" 2003-2008 წლებში თამაშობდა. კატალონიური კლუბის მაისურით მან 207 შეხვედრა ჩაატარა, 94 გოლი გაიტანა და 5 ტიტული მოიგო (2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა). "ბარსა" მან გუნდში პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ დატოვა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 17 ოქტომბერი 2017 03:13

    გენიოსი ვირტუოზი ....სხვაობა ბრაზილიელებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის : აი სულ ახატიათ მაგალითად მთავარი ! ტაბლო ! შეუძლია წააგონ სულ თავისუფლად, მაგრამ მთავარია ფეხბურთის თამაშისგან მიიღონ დიდი სიამოვნება ! ....ტრიბუნაზე მისულ ტორსიდას შეუძლია ეძინოს თითქმის 90 წუთი მაგრამ ერთხელ მაინც უნდა ანახო ის რაც შეგიძლია ! მიანიჭო ტორსიდას სიამოვნება (სახლში რომ დაბრუნდება უნდა ახსოვდეს რისთვის ან ვისთვის მივიდა სტადიონზე) და თითონაც იკაიფო თამაშით ! ეგრე იყო ეგრე არის და ეგრე იქნება ეგ არის ბრაზილია ! და ეგ იყო რონალდინიო ... მანამდე გარინჩა

    0
    გასულია

    3 - 16 ოქტომბერი 2017 21:38

    ეს ბრახილიელები მაგარი ცანცარები არიან

    0
    გასულია

    2 - 16 ოქტომბერი 2017 13:24

    საინტერესო იქნებოდა ამის ნახვა გვარდიოლას ბარსაში

    0
    გასულია

    1 - 16 ოქტომბერი 2017 13:23

    ვაბშე სხვა იყო ეს

    0
    --------------------
    Leo, Ini, Busi, Pique - Souls of Barca

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი