სუარესი: მოგება შეგვეძლო, მაგრამ "ატლეტიკოს" შესანიშნავი მეკარე ჰყავს

  • 15-10-2017, 10:49
  • სუარესი: მოგება შეგვეძლო, მაგრამ "ატლეტიკოს" შესანიშნავი მეკარე ჰყავს

    "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ლუის სუარესი ესაუბრა, რომელმაც "ბარსელონას" მხრიდან შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

    "ჩვენ 3 ქულის აღებას ვიმსახურებდით, თუმცა ყველამ იცის, რომ "ატლეტიკოს" დაცვის ხაზი და მეკარე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. 

    მიუხედავად ამისა, კარგია, რომ საერთოდ არ წავაგეთ მატჩი, რადგან თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენი მეტოქე წინ იყო. თანაც, "ატლეტიკო" ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატია" - აცხადებს სუარესი.

    შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა ანგარიში 82-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro messi წევრი [?]

    15 ოქტომბერი 2017 11:11

    მოგება შეგვეძლო მაგრამ ფრეც ძაან მაგარი შედეგია.ოლიმპიაკოსთან სუამ ცენტრში უნდა ითამაშოს დეულოფეუმ მარცხნივ და ლეომ მარჯვენა ფლანგზე.

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge