„ბარსას“ ალის შესაძენად დიდი ფინანსური რესურსების გამოყოფა მოუწევს

„ბარსას“ ალის შესაძენად დიდი ფინანსური რესურსების გამოყოფა მოუწევს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ტოტენჰემის" ნახევარმცველს, დელე ალის უმიზნებს.

პეპ სეგურას, რომელიც ინგლისელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირადად აკვირდება, მისი თამაშის სტილი მოსწონს, იტყობინება Diario Sport.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერს ფინანსური საკითხები უშლის ხელს - "ტოტენჰემი" წამყვანი მოთამაშის სანაცვლოდ დიდ თანხას აუცილებლად მოითხოვს. ამასთანავე, "ბარსელონას" მოუწევს ალის იმაზე მეტი ფული გადაუხადოს, ვიდრე მას ტოტენჰემი ჰპირდება - შეთავაზებამ კვირაში 90 ათას ფუნტს უნდა გადააჭარბოს, რაც არცთუ ისე მარტივი იქნება.

ალისთან პარტნიორული კავშირის დამყარება თანამედროვე ფეხბურთის 2 გამორჩეულ აგენტს - ჟორჟე მენდეშსა და მინო რაიოლას სურთ. როგორც მოსალოდნელია, ნებისმიერი მათგანი იქნება დაინტერესებული მოთამაშის "კამპ ნოუზე" გადაბარგების შესაძლებლობით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 10 ოქტომბერი 2017 22:12
    0
    ალი ძაან მაგარი ფეხბურთელია.21წლისაა მხოლოდ.
    levanineparidze12
    სტუმარი [?]
    #4 10 ოქტომბერი 2017 19:57
    0
    ყველაზე .მეტად ეს და კარასკო მინდა ბარსაში. კარასკო დენისი რობერტო და ალი ძაან მაგარი ახალი თაობაა პლიუს ალენია დაა რავიცი კარგა ხნით მოგვარდება ბარსას პრობლემები და თან კოუც თუ მოვიდა მარგამ ძალიან აუსრულებელი სურვილია ალბათ
    Culé [?]
    #3 10 ოქტომბერი 2017 19:24
    0
    არცერთი ინგლისელი არ თამაშობს ესპანეთში, და წარსულშიც არ ყოფილან ბევრი ასე რო არც ეს იქნება გამონაკლისი
    julian_draxler
    სტუმარი [?]
    #2 10 ოქტომბერი 2017 18:20
    0
    ჯობდა ზაფხულში ალი ეყიდათ, სადაც კოუტინიოში 150 მილიონს იხდიდნენ ტოტენჰემი მაგდენი ხანი არ გაწელავდა ალის ტრანსფერს
    Culé [?]
    #1 10 ოქტომბერი 2017 16:42
    0
    ალი ძან მაგარი ახალგაზრდა ფეხბურთელია , ეს ინვესტიცია მინიმუმ 10 წლიანია, ვერ გავიგე რა 90 000 ფუნტი ბევრია? წელიწადში 4 320 000 სტერლიგი დაახლოებიტ 5 600 000 დოლარი, რაფინიას აქვს თუ არ ვცდები მაგხელა ხელფასი და სულ ლაზარეთშია, გვაბოლებენ ალბათ?