ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: ხუთივე "ბარსელონელმა" მოიგო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: ხუთივე "ბარსელონელმა" მოიგო

გუშინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევროპის ზონაში, ბოლოსწინა ტურის 9 შეხვერა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა "ბარსელონას" ფეხბურთელების ოთხმა გუნდმა მიიღო.

სამუელ უმტიტისა და ლუკა დინის საფრანგეთმა ბულგარეთი სტუმრად 1:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა. "ბარსელონას" ორივე მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

იმავე ჯგუფში, ბელარუსში 3:1 მოიგო იასპერ სილესენის ჰოლანდიამ, რომელიც ფინალურ ეტაპზე გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. ჰოლანდიელთა კარს სწორედ სილესენი იცავდა.

ანდრე გომეშის პორტუგალიამ ანდორაში 2:0 იმარჯვა და პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. "ბარსელონას" ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

ბოსნიაში გამართულ დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოიგო ბელგიამ, რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ტომას ვერმალენმა სრულად ითამაშა და 54-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

დღეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გერმანია აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 10 ოქტომბერი 2017 20:36
    0
    არგენტინის მჯერა და გავლენ უეჭველი.
    msd2004
    სტუმარი [?]
    #4 8 ოქტომბერი 2017 19:56
    0
    ჰოლანდიამ 7-ბურთიანი სხვობით უნდა მოიგოს რომ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე
    N. Foster
    სტუმარი [?]
    #3 8 ოქტომბერი 2017 16:26
    0
    მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოa ევროპის არა, ისე ჩვენში რო დარჩეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ოქტომბერი 2017 16:13
    0
    უმტიტი და დინი heart_eyes
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    ქეთუსია ვიბლიანი
    სტუმარი [?]
    #1 8 ოქტომბერი 2017 14:03
    0
    მაგარია ძანნ მაგარი heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye