სერხიო ბუსკეტსი: ასეთ ატმოსფეროში თამაში ძალიან უცნაური იყო

სერხიო ბუსკეტსი: ასეთ ატმოსფეროში თამაში ძალიან უცნაური იყო

"ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში "ლას პალმასის" 3:0 დამარცხების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო არეულობაა. მატჩი უსაფრთხოების მიზნით გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

"ასეთ ატმოსფეროში თამაში ძალიან უცნაური იყო. დღევანდელმა მოვლენებმა მატჩზე გავლენა მოახდინა. მე ეს საერთოდ არ მომეწონა.

თუ სპორტულ კომპონენტზე ვისაუბრებთ, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კვლავ მოვიგეთ. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მეორე - ბევრად უკეთ", - აცხადებს ბუსკეტსი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 1 ოქტომბერი 2017 22:31
    0
    საღოლ ბუსი ძალიან საჭირო გოლი შეაგდო