სერჟი სამპერი "ბარსელონას" წაგებას გულშემატკივრობს

სერჟი სამპერი "ბარსელონას" წაგებას გულშემატკივრობს

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი და ამჟამად "ლას პალმასში" იჯარით მოთამაშე სერჟი სამპერი აცხადებს, რომ 1 ოქტომბერს ამ გუნდებს შორის გასამართ შეხვედრაში ის კანარის კუნძულელებს გულშემატკივრობს.

"დარწმუნებით ვიცი რაც მინდა და ეს "ლას პალმასის" მოგებაა. მეტოქეს სივრცეები არ უნდა მივცეთ და ჩვენი შანსები გამოვიყენოთ.

თუ რამდენად კარგია "ბარსელონა" სინამდვილეში, ეს შიგნიდან ჩანს. ფეხბურთელები უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათ შორის, მესიც." - ციტირებს სამპერის სიტყვებს Sport.

თავად სამპერი ტრავმირებულია და ის თავისი მშობლიური კლუბის წინააღდეგ ვერ ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 29 სექტემბერი 2017 19:38
    0
    ეს რა დაბოღმილია რომ არ დატოვეს.