აგუსტი ბენედიტო დანებებას აპირებს

  • 26-09-2017, 18:06
  • აგუსტი ბენედიტო დანებებას აპირებს

    "ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აგუსტი ბენედიტო უნდობლობის საკითხის შეწყვეტაზე ფიქრობს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    ბენედიტომ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჩვენს გუნდში აზრი ორადაა გაყოფილი. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ უკეთესია, თუ უნდობლობის საკითხს შევწყვეტთ."

    ბენედიტოს, "ბარსელონას" ამჟამინდელი მმართველობის უნდობლობის საკითხის აღსაძრავად 16 500 ხელმოწერა სჭირდება. მას, ამჟამად, 11 ათასი ხელმოწერა აქვს. თავად ბენედიტო მიიჩნევს, რომ მას ვადა 2 ოქტომბრამდე აქვს, "ბარსელონამ" კი მას ბოლო ვადად 27 სექტემბერი, 23 საათი და 30 წუთი დაუთქვა.

    საქმე ისაა, რომ თუ ბენედიტო უნდობლობის საკითხს შეწყვეტს, მას იგივე საკითხის უახლოეს თვეებში აღძვრის უფლება ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ბენედიტო "ბარსელონაში" არასაკმარისი რაოდენობის ხელმოწერებს წარადგენს, კლუბი უნდობლობის საკითხს ერთი წლით დაბლოკავს და ამ დროის განმავლობაში, ეს საკითხი ვეღარ აღიძვრება. ხოლო თუ ბენედიტო ხელმოწერებს საერთოდ არ წარადგენს, მას უნდობლობის საკითხის მალევე აღძვრა ისევ შეეძლება. ყოველ შემთხვევაში, თავად მას ამის იმედი აქვს.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    26 სექტემბერი 2017 22:10

    როგორც აჯობებს ისე ქნას თვითონ იცის

    0
    intskirveli.fcb

    26 სექტემბერი 2017 21:22

    არქნა ბიჯოოოოოოოო არაააააა

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied