ექიმები დემბელეს კლასიკოში თამაშის უფლებას არ მისცემენ
"ბარსელონას" ფრანგი ვარსკვლავის, უსმან დემბელეს მიზანი 23 დეკემბერს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" გამოჯანმრთლებაა, მაგრამ როგორც ირკვევა, ექიმები მას გარისკვის უფლებას არ მისცემენ.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემბელემ ექიმებს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა დეკემბრის "კლასიკოში" თამაშს, რაზეც მიიღო პასუხი - "არა".
კატალონიელები ჟურნალისტების ცნობით, ექიმებს სურთ დემბელე სრულად მზად იყოს, როდესაც მოედანზე დაბრუნდება და ისინი გარისკვას არ აპირებენ.
დემბელემ ტრავმა "ხეტაფესთან" ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში მიიღო და ის 2018 წლამდე ვერ ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]