ბარსელონა ერთპიროვნული ლიდერია და მადრიდელებს 7 ქულით უსწრებს

  • 16-09-2017, 20:51
  • ბარსელონა ერთპიროვნული ლიდერია და მადრიდელებს 7 ქულით უსწრებს

    "ბარსელონამ" "ხეტაფესთან" გამართულ უმძიმეს მატჩში 3 ქულა მოიპოვა და ორ მადრიდულ გრანდს, "ატლეტიკოსა" და "რეალს" 7 ქულით გაუსწრო. ვალვერდეს კოლექტივმა 2:1 მოიგო.

    "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" საწყისი 45 წუთი დათმეს. მასპინძლებმა რამდენიმე ეფექტური მომენტი შექმნეს და მეტოქე დარტყმების რაოდენობით დაჯაბნეს: 6-3. ტაიმის მიწურულს ხოსე ბარდალასის შეგირდებს შრომა დაუფასდათ. შიბასაკიმ ულამაზესი დარტყმით "ხეტაფე" დააწინაურა - 1:0. "ბარსელონას" არაფერი გამოსდიოდა.

    ერნესტო ვალვერდეს იძულებითი ცვლილების განხორციელებაც კი მოუწია. ჟერარ დეულოფეუმ უსმან დემბელე შეცვალა, რომელმაც მუხლქვედა მყესი დაიზიანა.

    პირველი ტაიმის სტატისტიკა

    მატჩის მეორე ნახევარში ერნესტო ვალვერდემ 2 ცვლილება გამოიცნო: დენის სუარესმა გუნდის კაპიტანი, ანდრეს ინიესტა შეცვალა, ხოლო ივან რაკიტიჩის მაგივრად მოედანზე ახალწვეული პაულინიო შემოვიდა. ესპანელმა ახალგაზრდამ წონასწორობა 62-ე წუთზე აღადგინა, მატჩის მიწურულს კი (84') პაულინიომ გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1!

    შეიძლება ითქვას, რომ ორივე გოლი "ბარსელონელთა" ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდა. დღეს კატალონიელები მოედანზე ერთმანეთს ვერ უგებდნენ. ლუის სუარესი, რომელიც გასულ სეზონებში განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩეოდა, აშკარად ფორმიდანაა ამოვარდნილი. ერნესტო ვალვერდეს გუნდის შეთამაშებაზე მუშაობა მოუწევს.

    მიუხედავად არსებული პრობლემებისა ფაქტი უცვლელია - უჩვეულო მდგომარეობაში მყოფმა "ბარსელონამ" სტუმრად გამარჯვება მოიპოვა და პირველი პოზიცია გაიმყარა.

    მატჩის საბოლოო სტატისტიკა

    ხვალ მადრიდის "რეალი" გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გარეშე, მშვენიერ ფორმაში მყოფ "რეალ სოსიედადს" ეწვევა, ხოლო "ატლეტიკო" "მალაგას" ამაღამ დაუპირისპირდება.

    თეგები: ხეტაფე რეალი

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro messi წევრი [?]

    17 სექტემბერი 2017 11:44

    ციტატა: Messiah
    ციტატა: ANRIBARCA
    ციტატა: Messiah
    აუ ასეთი პოსტები არ მევასება ... აცადეთ ჯერ და სეზონის ბოლოს ვნახოთ სად ვიქნებით

    სეზონის ბოლოს რა მოხდება ჯერ არავინ იცის, შეიძლება ტრებლი დავდოთ მაგრამ ამ წუთისთვის სუარესი 0-ია, რაკიტიჩI არარის ძირითადის დონის, რობერტო არ არიც მარჯვენა მცველი კიდე.

    მეც მაგას ვამბობ რო რაკეტა სკამზე უნდა ეგდოს და სერი უნდა გვყავდეს ეხლა ბურთის დამჭერად მარა სადაა .. დენისი და რობერტობუფრო ხშირად უნდა შემოდიოდნენ ... რობერტობბუსკეტსის ადგილას და დენისი ინიეატას .. სუარესიბძან დადონდლოვდა და ჯობს დეულოფეუ მესი დემბელეს ტრიო დავაყენოთ რო ცოტა გონზე მოვიდეს და ფორმაში ჩაჯდეს ..

    მოკლედ ძალიან სჭირდება გუნდს გაძლიერება. წელს თუ რამეს მივიგებთ მოვიგებთ მესის და სულისკვეთების ხარჯზე

    რაკიტიჩზე მართალი ხარ.სუარესმა ახლახანს მოიშიშა ტრავმა და დრო სჭირდება.
    ბარსას ძირითადი ტრანსფერებამდე ასეთი უნდა იყოს
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    პაულინიო ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი დემბელე
    დენისი და რობერტო უნდა შემოვიდნენ ერთი პაულინიოს და მეორე ინიესას ნაცვლად.რაკიტიჩი საყრდენზე ჯობია ჩემი აზრით.არდა და რაფინია კი წასასვლელია ორივე

    0
    გასულია
    sandro89 გულშემატკივარი [?]

    17 სექტემბერი 2017 11:23

    ივენტუსთან მაგრად ითამაშეს გუშინდელი თამაში ეპატიებათ

    0
    maxo barsa
    maxo barsa სტუმარი [?]

    16 სექტემბერი 2017 23:40

    dges ariyo kargi tamashi,mara mtavaria 3qula aviget...

    0
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 23:28

    რავი გუნდს უფრო დალაგებული ტამაში მართებს ნახევარდაცვამ უნდა იმოძრაოს ბევრი ჩემი აზრით

    0
    გასულია
    m0nk გულშემატკივარი [?]

    16 სექტემბერი 2017 22:38

    ციტატა: Sigur Rós
    ციტატა: ravicierti
    ციტატა: Sigur Rós

    სოსიედადი მშვენიერ ფორმაშია, 3/3 მოგება აქვს და 2იანი რომც წამოვიდეს მგონია რო სარიკსოა დაწერა,თან ნახევარი გუნდი არ ყავს რეალს. ქეშ აუთს ვიზამდი მე :დ

    მართალი ხარ.ქეშ აუთს ვიზამ.დღეს ლივერპულმა ისედაც გამიფუჭა ერთი ბილეთი.ეს კიდე პაულინიომ გადამირჩინა :დდდ

    ჰოდა ჯობია შეირგო რაც მოიგე :დ თან გათავისუფლდები პასუხისმგებლობისგან და მთელი გულით უგულშემატკივრებ სოსიედადს :დ

    Realis 2 iani da atletiko malagas naklebi ertad ramdeni kushia ? 3.5 albat ara ? 3 mainc )) da ras igebdi ? 500 larze mets tu igebdi girs cash out tu arada daelode ager atletiko malagas tamashs da xval gadawyvite ra qna )) mara naklebi saechvoa atletikosi :)

    0
    გასულია
    Sigur Rós Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 22:08

    ციტატა: ravicierti
    ციტატა: Sigur Rós

    სოსიედადი მშვენიერ ფორმაშია, 3/3 მოგება აქვს და 2იანი რომც წამოვიდეს მგონია რო სარიკსოა დაწერა,თან ნახევარი გუნდი არ ყავს რეალს. ქეშ აუთს ვიზამდი მე :დ

    მართალი ხარ.ქეშ აუთს ვიზამ.დღეს ლივერპულმა ისედაც გამიფუჭა ერთი ბილეთი.ეს კიდე პაულინიომ გადამირჩინა :დდდ

    ჰოდა ჯობია შეირგო რაც მოიგე :დ თან გათავისუფლდები პასუხისმგებლობისგან და მთელი გულით უგულშემატკივრებ სოსიედადს :დ

    0
    --------------------
    6-1 ❤
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 21:36

    «Милан» потерял Андреа Конти на полгода и хочет арендовать у «Барселоны» Алеиша Видаля
    ხედავს მილანი რო რობერტოს ვათამაშებთ მარჯვენა მცველად და იმენნა აგვაცლის როგორც ალვესი წაიყვანეს. და საერთოდ რა უნდოდა რობერტოს დაცვაში სემედუ, ვიდალი სად არიან? რობერტო მე რაკიტიჩს მირჩევნია, დღეს ესე გამოჩნდა.

    0
    გასულია
    CuLe ♥ სტაჟიორი [?]

    16 სექტემბერი 2017 21:26

    ციტატა: ANRIBARCA
    ციტატა: CuLe ♥
    ტერ შტეგენი
    სემედუ - მასკერანო - უმტიტი - ალბა
    პაულინიო - გომეში - რობერტო
    დეულოფეუ - მესი - დემბელე
    ======================
    დემბელეს ტრავმა თუ არ იქნა სერიოზული, დავიჯერო მოდმევნო მატჩს ამ სასტავით ვერ მოვიგებთ?

    :D შენ გგონია მაგ შემადგენლობას დააყენებს? :D მაქსიმუმ 1 ფეხბურთელის როტაციას მოახდენს და შეცვლებს 80 წუთზე გააკეთებს, შეცვლების მხრივ ძაან არ მომწონს ვალო :D (ისე დღეს კი გამოიცნო 2 ვე :D)

    პაულინიოს სასტარტო აუცილებელია და იმედია დღეს მაინც მიხვდა. აიი მომდევნოშიც თუ დააყენა სუარესი და რავიცი, ტიპი იმენა 0-ია. rage

    0
    --------------------
    „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, იმის გათვალისწინებით, რომ რონალდინიოს შედარება სხვა ფეხბურთელებთან რეკომენდირებული არ არის...“ - CuLe ♥
    გასულია
    saba_xavi Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 21:25

    გილოცავთ მეგობრებო ამ გამარჯვებას. მართალია უსახური თამაში ვაჩვენეთ მაგრამ მთავარი შედეგია. არ მინდა ახლა რაღაც ზედმეტად პესიმისტურად გამომივიდეს რამე, რადგან უკჩე წლებია ღრმად მწამს იმის რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ფაქტია გუნდში არის პრობლემები. ამ ზაფხულს სათანადოდ ვერ გავძლიერდით. ნახევარდაცვაში პლეიმეიკერის და ბურთის დამჭერის დეფიციტია და ეს.პრობლემა აუცილებკად უნდა მოგვეგვარებინა რადგან მომავალ წელს უკჩე უცენტრფორვარდობის წინაშე დავდგებით და რაც მთავარია წელსჩე ნეიმარის ფლანგი დიდი პრობლემა იქნება და ეს აუცილებლად იჩენს თავს დიდ გუნდებთან. ბევრის იმდი არ. მაქვს წელს მაგრამ როგორც უკჩე ვთქვი მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ

    0
    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!
    გასულია
    ANRIBARCA Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 21:24

    ციტატა: CuLe ♥
    ტერ შტეგენი
    სემედუ - მასკერანო - უმტიტი - ალბა
    პაულინიო - გომეში - რობერტო
    დეულოფეუ - მესი - დემბელე
    ======================
    დემბელეს ტრავმა თუ არ იქნა სერიოზული, დავიჯერო მოდმევნო მატჩს ამ სასტავით ვერ მოვიგებთ?

    :D შენ გგონია მაგ შემადგენლობას დააყენებს? :D მაქსიმუმ 1 ფეხბურთელის როტაციას მოახდენს და შეცვლებს 80 წუთზე გააკეთებს, შეცვლების მხრივ ძაან არ მომწონს ვალო :D (ისე დღეს კი გამოიცნო 2 ვე :D)

    0
    გასულია
    CuLe ♥ სტაჟიორი [?]

    16 სექტემბერი 2017 21:22

    ტერ შტეგენი
    სემედუ - მასკერანო - უმტიტი - ალბა
    პაულინიო - გომეში - რობერტო
    დეულოფეუ - მესი - დემბელე
    ======================
    დემბელეს ტრავმა თუ არ იქნა სერიოზული, დავიჯერო მოდმევნო მატჩს ამ სასტავით ვერ მოვიგებთ?

    0
    --------------------
    „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, იმის გათვალისწინებით, რომ რონალდინიოს შედარება სხვა ფეხბურთელებთან რეკომენდირებული არ არის...“ - CuLe ♥
    გასულია
    mettal Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 21:18

    მხოლოდ ერთი რამე მინდა ,ვალვერდემ შეიგნოს რო სემედუ არის ძირითადის ფეხბურთელი და რობერტო ნახვეარმცველი,თან შემტევი.როტაციების გამო ენრიკებ ბევრჯერ დაკარგა ქულა,მეტოქის პატივისცემა ვიცოდეთ პირველ რიგში,ზიდანმა ლევანტესთან მაგიტომ დაკარგა ქულები ,ეგონა მარტივად მოიგებდა.მეტოქე დააფასოს და იცოდეს სად უნდა გააკეთოს როტაცია,გასვლაზე სეზონის სტარტზე ყოველთვის რთულია ნებისმიერ მეტოქესთან თამაში

    0
    გასულია
    ANRIBARCA Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 21:14

    ციტატა: Messiah
    აუ ასეთი პოსტები არ მევასება ... აცადეთ ჯერ და სეზონის ბოლოს ვნახოთ სად ვიქნებით

    სეზონის ბოლოს რა მოხდება ჯერ არავინ იცის, შეიძლება ტრებლი დავდოთ მაგრამ ამ წუთისთვის სუარესი 0-ია, რაკიტიჩI არარის ძირითადის დონის, რობერტო არ არიც მარჯვენა მცველი კიდე.

    0
    გასულია
    Sigur Rós Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 21:08

    ციტატა: ravicierti
    ხალხო რეალის ორიანი დამრჩა და ატლე - მალაგას ნაკლებბი და დავაქეშაუთო?

    სოსიედადი მშვენიერ ფორმაშია, 3/3 მოგება აქვს და 2იანი რომც წამოვიდეს მგონია რო სარიკსოა დაწერა,თან ნახევარი გუნდი არ ყავს რეალს. ქეშ აუთს ვიზამდი მე :დ

    0
    --------------------
    6-1 ❤
    შალიკო II
    შალიკო II სტუმარი [?]

    16 სექტემბერი 2017 21:03

    "უჩვეულო ფორმაში მყოფმა "ბარსელონამ" სტუმრად გამარჯვება მოიპოვა".
    ბარსელონა მართლაც უჩვეულო ფორმაშია, ოღონდ ძალიან ცუდში

    0
    გასულია
    ANRIBARCA Culé [?]

    16 სექტემბერი 2017 20:53

    ვალვერდე ჭკვიანი კია მაგრამ ხანდახან მაგრად უბერავს, smile მაგალითად რაკიტიჩი რო დატოვა ამდენი ხანი მოედანზე და რობერტოს რომ ათამაშებს მარჯვენა მცველად.

    0
    გასულია
    arakham წევრი [?]

    16 სექტემბერი 2017 20:53

    აუ რამაგარი იქნება რეალმა ისევ რო დაკარგოს ქულები

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge