ბართომეუ: როცა მოთამაშეს წასვლა სურს, მან ჩვენ უნდა გაგვაფრთხილოს

  • 16-09-2017, 02:16
  • ბართომეუ: როცა მოთამაშეს წასვლა სურს, მან ჩვენ უნდა გაგვაფრთხილოს

    კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომეუმ პრესასთან ინტერვიუში მორიგი კომენტარი გააკეთა კლუბის ყოფილი შემტევის, ნეიმარის ტრანსფერზე, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა.

    "როდესაც "ბარსელონას" მოთამაშეს წასვლა სურს, მან ჩვენ უნდა გაგვაფრთხილოს, როგორც ეს სესკ ფაბრეგასმა და პედრო როდრიგესმა გააკეთეს. ჩვენ არ ვიცით რატომ წავიდა ნეიმარი. პსჟ-მ მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა, რაც ძალიან დიდი იყო, თუმცა გამოყენებული იყო თანხა, რომელიც ფეხბურთიდან არ მოსულა. ეს ყველა სატრანსფერო ბაზარზე აისახა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავრჩი უეფას გამოძიებით." - განაცხადა, ბართომეუმ. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 16 სექტემბერი 2017 10:46

    Shenc casvlas ro daapielreb winaswar gvitxari ,ucbat ar dagvckvito guli ))

    0
    გასულია

    1 - 16 სექტემბერი 2017 09:51

    ეს აღარ უნდა გადადგეს?!

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა