ლუსტიგი: თუ ნეიმარს უნდა ხალხს მესისავით უყვარდეს, ასე არ უნდა იქცეოდეს

ლუსტიგი: თუ ნეიმარს უნდა ხალხს მესისავით უყვარდეს, ასე არ უნდა იქცეოდეს

"სელტიკის" მცველი მიკაელ ლუსტიგი ნეიმარსა და ლიონელ მესის ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ თუ ბრაზილიელს არგენტინელის დონემდე მისვლა სურს, ის ისეთ ქმედებებს უნდა მოეშვას, რომლებითაც მან თავი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გამოიჩინა.

გლაზგოში გამართული შეხვედრის დროს, ნეიმარი მეტოქე ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ენტონი რელსტონის პროვოცირებას ცდილობდა, მატჩის ბოლოს კი, მან 18 წლის მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა.

"ნეიმარი მისთვის ჩვეულ სტილში მოქმედებდა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მის გამოხტომებს ვხედავთ და მომავალშიც დავინახავთ. ვიმეორებ - ეს მისი თამაშის ნაწილია.

ნეიმარი მეტოქის ქმედებებზე ზედმეტად რეაგირებს იმისათვის, რომ მას მოედნის დატოვება აიძულოს. თუ მას სურს, რომ ისევე უყვარდეთ, როგორც მესი უყვართ, მსგავსი ქმედებები უნდა შეწყვიტოს." - ციტირებს ლუსტიგის სიტყვებს Eurosport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    vaso-BARCA
    სტუმარი [?]
    #6 15 სექტემბერი 2017 18:05
    0
    ისე ბარსაშიც რამდენს უზრდელობდა.საერთოდ ეტყობა მაგარი უზრდელია
    Culé [?]
    #5 15 სექტემბერი 2017 16:29
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ბარსაში თამაშის დრსაც იცოდა უშნო გამოხტომები კიდე კაი მოვიშორეთ მართალია შეტევაში უდიდესი ძალა დაგვაკლდა თუმცა დემბელე მოვიყვანეთ და იმედი მაქვს რო ამ გამოქლიავებულს დაგვავიწყებს თამაშის მხრივ

    წინა სეზონში როგორ დაგვაღალატა, დისკვალიფიკაცია რო აიიდა 4 მატჩიანი, ყველაზე საჭირო დროს თან, სეზონის გადამწყვეტ თამაშებში..
    zura-barca
    სტუმარი [?]
    #4 15 სექტემბერი 2017 16:05
    0
    დროულად მოვიშორეთ ეს უზრდელი ლაწირაკი ბიჭი.დისიპლინაში ნულია...ასეთები ბარსას არ ჭირდება. ტალანტიააგრამ დიდხანს ვერ გაქაჩავს დამიჯერეთ
    Culé [?]
    #3 15 სექტემბერი 2017 15:43
    0
    აუ, ეს ბიჭი რო ვიყიდოთ არა?
    Montekristo
    სტუმარი [?]
    #2 15 სექტემბერი 2017 14:33
    0
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ერთი ლაწირაკი ბიჭია ნეიმარი ნუ ფეხბურთი ზე კლასის დონეზე იცის მაგრამ ყველაფერს ფულით და ფეხბურთის თამაშით ვერ იყიდი დიდებაა მთავარი იმიტომ რომ შეიძლება დღეს ფრინავდე მაგრამ ხვალ რომ ვეღარ ითამაშო ხალხი ზურგს შეგაგცევს ამას კიდია კიდე აი ინიესტა ტიპი ცხოვრებით სრულყოფილია ტიპი უნაკლოა უმმმმაგრესი უკლასნესი აი დღეს მთლიანად აღებულ პოგბას ნეიმარს მბაპეს და კიდევ ბევრ მაგნაირს მინიმუმ 10 ჯერ მირჩევნია ინიიიი ყველანაირად უძლიერესი

    ბაზარი არაა... ჯერ ადამიანი უნდა იყო ღირსეული და მერე ფეხბურთელი ;)
    Culé [?]
    #1 15 სექტემბერი 2017 14:25