ბენედიტოს მინიმუმ 6580 ხელმოწერა და გაურკვეველი დრო აქვს

  • 13-09-2017, 14:10
  • ბენედიტოს მინიმუმ 6580 ხელმოწერა და გაურკვეველი დრო აქვს

    "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის, აგუსტი ბენედიტოს მიერ ხელმძღვანელობის უნდობლობის საკითხის აღძვრა იმ ტემპებით არ მიმდინარეობს, როგორც ეს მას თავად ჰქონდა წარმოდგენილი. თუმცა, "იუვენტუსთან" გუშინ გამართული შეხვედრის დროს, ბენედიტომ კიდევ 3660 ხელმოწერა ააგროვა.

    აგუსტი ბენედიტომ ხელმოწერებისთვის 33140 ბლანკი 8 სექტემბერს აიღო. მას ამ რაოდენობის ზუსტად ნახევრის, 16570 ხელმოწერის შეგროვება ჭირდება იმისათვის, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუსა და მისი ბორდის უნდობლობის საკითხი დაისვას.

    "ესპანიოლთან" გამართული შეხვედრის დროს, ბენედიტომ 2920 ხელმოწერა შეაგროვა, "იუვენტუსთან" დაპირისპირების დროს კი - 3660. ეს ნიშნავს, რომ მას მინიმუმ 6580 ხელმოწერა აქვს, თუმცა კიდევ დაახლოებით 10 ათასია საჭირო.

    გაურკვეველია, როდემდე აქვს ბენედიტოს ხელმოწერების შესაგროვებლად ვადა. მისი მტკიცებით, ვადა 2 ოქტომბერს გადის, კლუბის ვერსიით კი - 26 სექტემბერს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან 1 ოქტომბერს, "ბარსელონა" "ლას პალმასს" მასპინძლობს და ბენედიტოს კიდევ რამდენიმე ათასი ხელმოწერის შეგროვების კარგი შანსი ექნება.

    Sport-ის ინფორმაციით, ბენედიტო 14 სექტემბერს პრესკონფერენციას გამართავს და ხმის მიცემის მიმდინარეობაზე ისაუბრებს.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 13 სექტემბერი 2017 16:19

    ბართომეუ დროზე უნდა გადადგეს.

    0
    გასულია

    6 - 13 სექტემბერი 2017 16:04

    აბა ლაპორტამ მეც მოვაწერეო და სიაში 15 141 ვიყავიო. რომელს დაუჯერო ნეტა.

    0
    ბარსა-BCN

    5 - 13 სექტემბერი 2017 14:41

    ციტატა: Don vinton
    tu ver shekriba magars vigadaveb,ki mara maincndaianc tamashebze unda moawerinos xeli? chamoiaros an shekribis xalxi

    მარტო თამაშებზე არა!

    0
    ბარსა-BCN

    4 - 13 სექტემბერი 2017 14:38

    წუხელ სტადიონზე იყო ხელმოწერებისთვის გახსნილი პუნქტი.წესით უკვე იმაზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული რაც საჭიროაა

    0
    გასულია

    3 - 13 სექტემბერი 2017 14:37

    tu ver shekriba magars vigadaveb,ki mara maincndaianc tamashebze unda moawerinos xeli? chamoiaros an shekribis xalxi

    0
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-
    გასულია

    2 - 13 სექტემბერი 2017 14:22

    ებიჯო შენიცი მიდიიი შენსკენვარ გულით

    0
    გასულია

    1 - 13 სექტემბერი 2017 14:12

    კიდე მეტია საჭიროო იმედია საკმარის ხმას მოაგროვებენ

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი