ფილიპე ლუისი: მესი აღმაფრთოვანებს

ფილიპე ლუისი: მესი აღმაფრთოვანებს

მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა, ფილიპე ლუისმა Panenka-სთან ინტერვიუში მესისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მოგეხსენებათ, ფლანგის მცველობის გამო მას ლეოსთან ორთაბრძოლა ხშირად უწევს, 2016 წელს კი ერთ-ერთი მათგანი ბრაზილიელის გაძევებით დასრულდა.

"ის მე აღმაფრთოვანებს. არცერთი მატჩის დროს მესის ჩემთვის არ უსაყვედურია. მიუხედევად ამისა მაისურის გაცვლა არასოდეს მითხოვია - მე მოედანზე მოსაგებად გავდივარ."

მარცხენა მცველმა კომენტარი მისი თანამემამულის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ნეიმარის გადაწყვეტილებას მიესალმება. "ეს წარმატებული ნაბიჯი იყო. ნათელია, რომ პსჟ-ში ნეიმარი სულ სხვა მოთამაშეა."

კიდევ ერთ თანამემამულესთან დაკავშირებით, ლუისმა პაულინიოზე განაცხადა, რომ იგი წელს ბევრს გააოცებს და თუ "ბარსას" ვერ მოერგება, "ატლეტიკოს" სტილში კარგად ჩაჯდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    WeAreBarca♥
    სტუმარი [?]
    #2 11 სექტემბერი 2017 21:14
    0
    არა არ უსაყვედრურია საერთოდ :დ კისერზე გადახვია ხელი და ჩამოიშორა ლეომ კარგად მახსოვს :დ ბინძური მადრიდელია ესეც. ხისტი და საზიზღარი.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 11 სექტემბერი 2017 20:04
    0
    ლეოზე მართალი თქვა რაც თქვა.პაულინიოს იმედი მართლა მაქვს და ვიცი გაამართლებს მაგის ტრანსფერი.