ტრეზეგე: დიბალას მესის შეცვლა შეუძლია

ტრეზეგე: დიბალას მესის შეცვლა შეუძლია

"იუვენტუსის" ყოფილი ფორვარდის, დავიდ ტრეზეგეს აზრით, პაულო დიბალას ლიონელ მესის შეცვლა შეუძლია. ფრანგმა ექსფეხბურთელმა აგრეთვე "ბარსელონასა" და "ბებერი ქალბატონის" ხვალინდელ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. ერთმანეთს ხვდებიან გუნდები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად კარგი შედეგის დაფიქსირება სურთ.

მესის შესაძლებლობები ყველასთვის ცნობილია. "ესპანიოლთან" მატჩში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. დიბალას ლეოს შეცვლა შეუძლია. "იუვენტუსის" ათიანი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. პაულოს უამრავი გოლი გააქვს და აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობა მოახერხოს.

მესის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა დიბალას მოტივაციას მისცემს. გასაგებია, რომ ლეო უფრო გამოცდილია, მაგრამ პაულო პროგრესს განაგრძობს და შეიძლება ითქვას, "ბარსას" ლიდერი მას განვითარებაში ეხმარება."-ციტირებს ტრეზეგეს სიტყვებს Tuttosport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lupo
    სტუმარი [?]
    #6 11 სექტემბერი 2017 19:57
    0
    ეჰ დიბალა არა ის კიდე მესიაა ჯერ და სანამ მესის ბუცი ფეხზე აცვია ლურსმანეზე არ დაუკიდა მანამდე ვერვინ შეცვლის და წლების მერეც როცა მეფე ბუცს ჩამოკიდებს მაინც პირველი იქნება მსოფლიოში და ლგენდა იქნება მანან სანამ განდაგურდება სამყარო
    Culé [?]
    #5 11 სექტემბერი 2017 18:00
    0
    ლეო შეუცვლელია triumph
    Culé [?]
    #4 11 სექტემბერი 2017 17:18
    0
    საერთოდ არც უნდა შეადარო დიბალა მესის
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #3 11 სექტემბერი 2017 16:13
    0
    ციტატა: dshvelidze
    ციტატა: Gerip3
    მესისს წინააღმდეგ არვიცი მაგრამ მესისთან ერთად ნაკრებში როა იქნებ იქ ისწავლოს რამე და გაანძრიოს ფეხი რო დაეხმაროს მესისაც და თავის თავსაც და გავიდნენ ჯგუფიდან:) ჩემპიონატი არგენტინის გარეშე?!:))


    მართალი ხარ ნაკრებში გააკეთოს რამე ამ იდიოტმა და დაეხმაროს მესის.
    ჩამოეთრევიან მერე გუნდში და იკლავენ თავს თამაშით.

    არამარტო დიბალა,ვაფშე დანარჩენებიც კუნძები არიან:) მესიც უკვე მარტო ვეღარ ათრევს გუნდს:) მართლა და მართლა ეგეც ადამიანია მაგასაც ემატება წლები და ეგეც იღლება რა:)
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #2 11 სექტემბერი 2017 15:40
    0
    მესისს წინააღმდეგ არვიცი მაგრამ მესისთან ერთად ნაკრებში როა იქნებ იქ ისწავლოს რამე და გაანძრიოს ფეხი რო დაეხმაროს მესისაც და თავის თავსაც და გავიდნენ ჯგუფიდან:) ჩემპიონატი არგენტინის გარეშე?!:))
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 11 სექტემბერი 2017 15:32
    0
    დიბალა ლეოსთან ახლოსაც არ დგას