კარლეს ალენიამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბარსელონას" 19 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, კარლეს ალენიამ, კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ალენიამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შეთანხმება ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება.
კარლეს ალენია "ლა მასიას" აღზრდილია. ის კლუბში 7 წლის ასაკიდან ირიცხება. ბოლო 2 სეზონი მან "ბარსა ბ"-ში გაატარა, 2016 წლის 30 ნოემბერს კი, ესპანეთის თასზე, "ერკულესთან" მატჩში, მას პირველი გუნდის მაისურით დებიუტი ჰქონდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]