”ბარსა” მილიტოს ყიდის!

  • 30-10-2010, 14:02
  • ”ბარსა” მილიტოს ყიდის!

    კატალონიურმა ”ბარსელონამ” გადაწყვიტა გაყიდოს თავისი არგენტინელი ცენტრალური მცველი გაბრიელ მილიტო. კატალონიური კლუბი გეგმავს არგენტინელი ლონდონის ”არსენალში” ან ”მანჩესტერ სიტიში” გაყიდოს.

    გაბრიელ მილიტოს ნაცვლად მთავარ მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილი აქვს გამოიყენოს ანდრეუ ფონტასი, რომელიც ამჟამად ”ბარსა ატლეტიკში” ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ გაბი ”ბარსელონაში” სამი წლის წინ ”სარაგოსადან” გადავიდა. მისმა გაუთავებელმა ტრავმებმა ჟერარდ პიკეს საშუალება მისცა გამოეჩინა თავი, რის შემდეგაც მილიტო სათადარიგო სკამს გაუშინაურდა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი