ტიერი ანრის რჩევა ფილიპე კოუტინიოს
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ Goal-თან ინტეევიუში ფილიპე კოუტინიოს საპნის ოპერაზე ისაუბრა.
ფრანგმა არა მხოლოდ კომენტარი გააკეთა, არამედ ბრაზილიელს ურჩია კიდეც, რომ თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ლუის სუარესის ნაკვალევს გაჰყვეს.
"რთულია კოუტინიოზე საუბარი, რადგან როცა "არსენალის" დატოვება მინდოდა, ეს გავაკეთე. ასე რომ არ ვიცი რას ნიშნავს იმ ადგილას ყოფნა, საიდანაც წასვლა მსურს.
მას ვურჩევდი, რომ ლუის სუარესის მსგავსად მოიქცეს."
"მას წასვლა სურდა, მაგრამ პროფესიონალის მსგავსად მოიქცა და ერთი სეზონი დარჩა. იმ წელს ლუისმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. კოუტინიო მე მას მახსენებს. შესაძლოა წასვლა სურდეს, მაგრამ მაგრამ მაინც დარჩეს. "ლივერპულის" გულშემატკივრებს ის და ეს კლუბი ყოველთვის ეყვარებათ. ვურჩევდი, რომ წელს დარჩეს, კარგი სეზონი ჩაატაროს და ნახოს, რა მოხდება მომავალ წელს."
ამჟამად, ფეხბურთელი, რომელსაც მერსესაიდული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, ახლა ეროვნულ ნაკრებზეა კონცენტრირებული. "სელესაოს" ექიმი კი მედიის წინ წარდგა განცხადებით, რომლის თანახმადაც კოუტინიოს არანაირი ტრავმა არ აქვს და მისკ დისკომფორტი სტრესის შედეგია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]