გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა
"ბარსელონას" ფეხბურთელები, რომლებსაც გუშინ დასვენების საშუალება მიეცათ, დღეს დილით ვარჯიშს დაუბრუნდნენ. ბუნებრივია, ის მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებებში გამოიძახეს, ვარჯიშზე არ გამოცხადებულან.
ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში, "სიუტატ ესპორტივაზე" გამართულ სავარჯიშო სესიაზე, პირველი გუნდის 8 ფეხბურთელი იყო: პაკო ალკასერი, სერჟი რობერტო, ნელსონ სემედუ, დენის სუარესი, ალეიშ ვიდალი, მარლონ სანტოსი, მუნირ ელ-ჰადადი და დუგლას პერეირა. ვარჯიშში მონაწილეობა მეკარეებმა, ინიაკი პენიამ და სერჟი პუჩმაც მიიღეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]