ჟერარ პიკე ნეიმარზე: "მეგობრობა უპირველეს ყოვლისა"

  • 24-08-2017, 17:56
  • ჟერარ პიკე ნეიმარზე: "მეგობრობა უპირველეს ყოვლისა"

    "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, ნეიმართან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

    პიკეს ჟურნალისტებმა კითხვა იმ სურათთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ნეიმართან ერთად მას შემდეგ გადაიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კატალონიური კლუბი ბრაზილიელს სასამართლოში უჩივის. გაჩნდა ეჭვი, რომ ამ დავაში, ფეხბურთელები ნეიმარის მხარეს არიან და მათ ამ სურათით სწორედ ამის დემონსტრირება უნდოდათ.

    "ასეთი რამ ხდება ხოლმე. ეს უბრალოდ დამთხვევაა. დიახ, კლუბმა განაცხადა, რომ ნეიმარს სასამრთლოში უჩივლებს, მაგრამ იმ დროს ჩვენ უკვე წვეულებაზე ვიყავით და ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ნეიმარი ჩვენთან აღარ თამაშობს, მაგრამ ის ჩვენი მეგობარია.

    თუ ხელმძღვანელობისთვის რამის თქმა მოგვინდება, პირადად შევხვდებით. ამისთვის სოციალური ქსელები არ გვჭირდება. კლუბზე გაბრაზებულები არ ვართ. კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს."

    "როგორც გულშემატკივარი, ნეიმარის წასვლით გაბრაზებული ვარ. თუმცა, მეგობრობა უპირველეს ყოვლისა. ამ საკითხში მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ წავიდა ნეიმარი ჩვენგან. ის შესანიშნავი მეგობარია და ჩვენთვის ფოტოების გამოქვეყნებაზე შეზღუდვის დაწესება არ შეიძლება."

    "რატომ დააწესა ნეიმარმა საკუთარ გამოსასყიდ თანხად მხოლოდ 222 მილიონი? შესაძლოა, ის წასვლაზე უკვე ფიქრობდა და კარი ღია დატოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევროს დადგენაზე უარი "ბარსელონას" არ უთქვამს, ნეიმარმა თქვა."

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    verrattifun
    verrattifun სტუმარი [?]

    24 აგვისტო 2017 21:33

    აუ ეს კაცი მაგრად მევასება რა უნდა იყოს კაპიტანი და ვაფშე ეს კაცი საპრეზიდენტოთ გაამზადეთ

    0
    ლევან
    ლევან სტუმარი [?]

    24 აგვისტო 2017 18:19

    რამდენიმე სანდო წყარო აცხადებს, რომ ბარსელონამ დემბელე 120 მილიონად შეიძინაო

    0
    mesi-mesi
    mesi-mesi სტუმარი [?]

    24 აგვისტო 2017 18:19

    დემბელეს და კოუტინიოს ტრანსფერები იმიტომ გააჭიანურეს და მდენი ჭორები ამა თუ იმ ფეხბურთელების გადმოსვლასთან დაკავშირებით იმიტომ ხდება რომ ფულს აკეთებენ მაგაზე მსოფლიო ტოტალიზატორები და გუნდებიც შესაბამისად. ჩვეულებრივად იდება ფსონი იმაზე რომ შედგება თუ არა ტრანსფერი. რათ უნდა ამას აჭკები ხალხო რა ნერვებს იწყვეტავთ, კოუტინიოც გადმოვა და დემბელეც. უბრალოდ ტრანსფერი რაც უფრო გაიწელწბა მით უფრო მეტი ფული შევა ტოტალიზატორებში.

    0
    julian_draxler
    julian_draxler სტუმარი [?]

    24 აგვისტო 2017 18:09

    დორტმუნდმა საბოლო ფასი დაასახელა არა 150 არამედ 140 მილიონი, და ასევე ულტიმატუმიც წაუყენეს ბარსას ყიდვის შანსი 27 აგვისტომდე აქვთ. ისე ლივერპული მაინც არყიდის კოუტინიოს და ჯობია ისევ დემბელეს მიხედონ ფასი ძვირია და ძალიან გაბერილია მაგრამ ეხლა უკვე ალტერნატივების დროც არ დარჩააა............

    0
    MSN FCB
    MSN FCB სტუმარი [?]

    24 აგვისტო 2017 18:03

    ✅ Ousmane Dembélé to Barcelona is a done deal at €120m. [beIN SPORTS AR]

    0
    გასულია
    ANRIBARCA Culé [?]

    24 აგვისტო 2017 17:58

    აბა მეც მაგას ვამბობ გადაწყვეტილი ქონდა წასვლა და იმიტომ არ დაადებინა ბარსას უფრო მეტი გამოსასყიდი, აქ ზოგი მართლებას დაუწყებს კიდე.

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied