მესი განაცხადშია – “ლიონთან” მატჩის განაცხადი

  • 19-09-2007, 02:12
  • ფრანკ რაიკაარდმა გამოაქვეყნა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "ლიონის” წინააღმდეგ გუნდის განაცხადი.

    განაცხადში დაბრუნდენ ლეო მესი და რაფა მარკესი, სამაგიეროდ განაცხადს მიღმა დარჩა კლუბის ორი თავდამსხმელი, ეიდორ გუდიონსენი და სანტი ესკერო. ჩემპიონთა ლიგის განაცხადში პირველად მოხვდნენ "ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები, ბოიან კრკიჩი და ჯოვანი დოს სანტოსი. თუ მოედანზე გასვლა მოუწია, ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში ექნება ასევე გაბრიელ მილიტოსაც.

    სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

    მეკარეები: ვალდესი, ხორკერა

    მცველები: აბიდალი, სილვინიო, ძამბროტა, ოლეგერი, მილიტო, ტურამი, მარკესი

    ნახევარმცველები: ტურე, ჩავი, ინიესტა, დეკო

    თავდამსხმელები: რონალდინიო, მესი, ანრი, ჯოვანი, ბოიანი

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.