ტურე – “ლიონის” ძალა გუნდურ თამაშშია

ტურე – “ლიონის” ძალა გუნდურ თამაშშია

ია ია ტურემ იცის ყველაფერი "ბარსელონა” პირველ მეტოქეზე ჩემპიონთა ლიგაში. ფრანგული "მონაკოს” ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ალენ პერენის გუნდის ძალა გუნდურ თამაშშია

ტურემ საფრანგეთის ჩემპიონატში ერთი სეზონი ითამაშა და "მონაკოს” ღირსება 27 თამაშში დაიცვა. შარშან "მონაკომ” "ლიონთან” ორი თამაში გამართა, საიდანაც პირველი მინიმალური ანგარიშით მოიგო, ხოლო მეორეში ნულოვან ფრეს მიაღწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ჩემპიონი მაინც "ლიონი” გახდა, თან "მონაკოს” მთელი 30 ქულით აჯობა.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

კოტ დ’იუარელი ნახევარმცველი წინ იყურება და ჩემპიონთა ლიგაში თავისი დებიუტისთვის ემზადება. "ერთის მხრივ ეს ირონიულია, მე ახლახანს ჩავირიცხე "ბარსელონაში” და ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე თამაშში დაპირისპირება მიწევს საფრანგეთის საუკეთესო კლუბთან. მე მჯერა, რომ ეს შესანიშნავი თამაში იქნება” – განაცხადა ტურემ.

ტურეს, რომელსაც გასულ სეზონში "ლიონის” წინააღმდეგ მეორე თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, სჯერა, რომ მოწინააღმდეგის თამაში გასულ სეზონთან შედარებით არ გაუარესებულა. "გუნდი დატოვა რამდენიმე ძლიერმა ფეხბურთელმა, მათ შორის ტიაგომაც. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდია. ეს იქნება რთული, მაგრამ მაინც კარგი თამაში”.

ტიტულებზე დაგეშილი

იგი სულ რამდენიმე თვეა, რაც "ბარსელონაში” ირიცხება, მაგრამ უკვე იცის, რომ კლუბმა უნდა იბრძოლოს ყველა იმ ტურნირის მოსაგებად, სადაც იგი მონაწილეობს. "ეს იქნება მნიშვნელოვანი თამაში, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ "ბარსელონა” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევის წყალობით ყველა ტურნირზე შევძლებთ წარმატების მიღწევას” – განაცხადა ტურემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.