ბოში: "უსმან დემბელე დღეს ვარჯიშზე არ იყო"
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, უსმან დემბელეს "ბარსელონაში" ტრანსფერი თანდათან რეალური ხდება. გერმანელთა მთავარი მწვრთნელის, პეტერ ბოშის განცხადებით, ფეხბურთელი დღეს სავარჯიშო სესიაზე არ გამოცხადებულა.
"უსმან დემბელე დღეს ვარჯიშზე არ იყო. ჩვენ არ ვიცით რატომ. მასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. გუშინ არანაირი წინაპირობა ყოფილა იმისა, რომ დემბელე დღეს აქ არ იქნებოდა. ვიმედოვნებთ, ცუდი არაფერი მომხდარა." - განაცხადა ბოშმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]