დემბელე, კოუტინიო და ინიგო მარტინესი "ბარსადან" ერთ ნაბიჯში

  • 5-08-2017, 10:33
  • დემბელე, კოუტინიო და ინიგო მარტინესი "ბარსადან" ერთ ნაბიჯში

    სანამ პარიზში ნეიმარის წარდგენა მიმდინარეობდა, "ბარსელონამ" კოუტინიოსა და დემბელეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დააჩქარა. კლუბი სწორედ ამ 2 ფეხბურთელს განიხილავს ბრაზილიელის დანაკარგის აღმოსაფხვრელად.

    ნეიმარის სანაცვლოდ მიღებული თანხით (222 მილიონი ევრო) კატალონიელებმა "ლივერპულისა" და "ბორუსიას" ფეხბურთელების ტრანსფერის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტეს. ორივე ტრანსფერში გარკვეული შეთანხმება მიღწეულია.

    ლონდონში, კოუტინიოს აგენტი, ჯულიანო ბერტოლუჩი მერსესაიდელთა პასუხს ელის "ბლაუგრანას" 100 მილიონიან შეთავაზებაზე, რომლის უარყოფაც რთულია. სწორედ ეს თანხა მოითხოვა "ლივერპულმა" მაშინ, როცა კატალონიელების შეთავაზება 70 მილიონს +10 ( ბონუსების სახით)- ს წარმოადგენდა.

    კოუტინიოს ტრანსფერის მოახლოებას ორი ფაქტორი მიგვანიშნებს. პირველი, კოუტინიო გუნდს დუბლინში არ წაჰყვა და სავარჯიშო სესიებშიც არ მიუღია მონაწილეობა, და მეორე, იურგენ კლოპმა უკვე დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა და ბრაზილიელის ადგილის დამკავებლად "ვესტ ჰემის" 24 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, მანუელ ლანსინი მიიჩნია.

    რაც შეეხება დემბელეს საქმეს, დორტმუნდელები თავდაპირველად უარს აცხადებდნენ ახალგაზრდა ფრანგის გაყიდვაზე, თუმცა თანდათან ხვდებიან, რომ უსმანის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი ხდება. გასულ წელს 15 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელში გერმანული კლუბი სავარაუდოდ 90 მილიონ ევროს მიიღებს. 20 წლის თავდამსხმელს კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ნეიმარის იდეალურ შემცვლელად განიხილავს.

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში დემბელესადმი ინტერესი მადრიდის "რეალმაც" გამოთქვა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ინტერესები მხოლოდ ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას უკავშირდება. ისიც ცნობილია, რომ რობერტ ფერნანდესი დემბელეს გაფორმებასთან შარშანაც ახლოს იყო, თუმცა ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ ზრდა სჭირდებოდა და "ბორუსია" აირჩია, ახლა კი გრძნობს, რომ დროა კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგას და "კამპ ნოუზე" გადაბარგდეს. დიდი ალბათობით, კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაში თავად ფრანგიც მიიღებს მონაწილეობას.

    "ბარსა" ასევე ახლოსაა ინიგო მარტინესის შეძენასთან. ერნესტო ვალვერდეს დაცვის გაძლიერება სურს, "სოსიედადის" 26 წლის უკანახაზელი კი კლუბს საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია.

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    18 - 5 აგვისტო 2017 15:38

    კომენტარებს, რომ ვკითხულობ მგონია 12-13 წლის ბავშვები წერენ, ყველა ვარსკვლავის მოყვანა და დვრიმ ტიმი ააწყვეთ. ჯობია დარლოდოთ რა მოხდება, ბოლოს გომეში არ დაგრჩეთ ძირითადში... ჯერ კოუზე 120მილიონზე უთხრაუაი კლუმა, ეხლა 100ზე გამოუშვებენ?! მბაპეზე 180 ითხოვენ და კოუს 100?? მაქსიმუმ 1 ვარსკლავი მოიყვანოს ხელმძღვანელობამ ისიც 100მილიონა. აზარი, კოუ, დიბალა, ერიქსენი, დრმბელე და მბაპე ერთად, რომ გინდათ

    0
    L30 M3SS1

    17 - 5 აგვისტო 2017 14:42

    ki magram inigo sastavistvis moyavt ? gamagebinet me piradad pike umtiti yvelas.mirchevnia jer jerobit

    ციტატა: basa7
    ციტატა: Don vinton
    ციტატა: verratti6
    ციტატა: Don vinton
    eriksenic moayolet da pulisicic da xmis amomgebi ar viqnebi saertod .. ogond vermaeleni,duglasi,rafinia,turani ,denisi waabrdzanet gundidaan

    მაგას ვიძახი მთელი ზაფხულია. 100+90+32=222 ზუსტად :D ამის გარდა მუნირს ხომ ყიდიან 25 მილიონად, რაფინია 30 და არდაც 15 ად გაიყიდება. 70 მილიონი ექნებათ და ერიქსენს თავისუფლად მოგვცემენ მაგ ფასად. ვერმაელენი-დუგლასიც დაამატე ჯამში ორივე 10 მილიონი ხომ მაინც ღირს? :D წარმოიდგინე ტიპებს კაპიკი არ დაეხარჯებათ ბიუჯეტიდან ტრანსფერებზე. მეტი რაღა უნდათ? ნეიმარი რომ არ წასულიყო, კოუტინიო ხო მაინც უნდა ეყიდათ? საიდან მოიტანდნენ მაგ ფულს? ერისქენი აუცილებელია. ტიპი იმენა მოდრიჩია.

    უჰჰ მუნირი სულ არ გამხსენებია მიუმატონ ჰო მუნირიც ,რავიცი რა ამხელა გუნდი აბარიათ და რას მიკეთებენ, ხელფასებს იღებენ ქართველი პარლამენტარებივით მარტო და არაფრის მაქნისები არინ.როგორ ვერ უნდა შენიშნო ერიქსენი, რაკეტას და მოდრიჩს მახსენებს ,ერიქსენი ხუთი წელი უპრბლემოდ იდგება მაღალ დონეზე რა ,ინიესტას კოუტინიო ჩაანაცვლებს მაგრამ კოუ არ მევასება მაინც მე, და ერიქსენი რაკეტას, აბა ესენი ვერატის მომყვანნი არ არიან , ვერატი+ერიქსენი იქნებოდა მეორე ხავიესტა დუეტი

    თქვენ კიდევ გავიწყდებათ რომ ბარსას 60 მილიონი ქონდა გამოყოფილი და სემედუს მერე 30 დარჩა

    ra arda 15 ))) kontraqtshi gamosasyidi 100 uweria da magas 50ze nakleb ar gayidian 50 uweria rafiniasac

    0
    გასულია

    16 - 5 აგვისტო 2017 14:10

    ბევრი გასაყიდია ბევრიც მოსაყვანი. მე ვერატი მინდოდა და დემბელე. ვნახოთ რავი კოუც ძაან მინდა ბარსაში.

    0
    გასულია

    15 - 5 აგვისტო 2017 13:10

    ჰოოო ეს სამი გლიჯავს

    0
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    goga2729

    14 - 5 აგვისტო 2017 12:37

    ვერმაელენი დუგლასი რაფინია პაკო დინიც მიაყოლონ ალენია სამპერი ვიდალი ესენი დარჩნენ გომეშიც ვცადოდ წელსაც და დალდე შევცწდავთ

    0
    გასულია

    13 - 5 აგვისტო 2017 12:36

    მიაშაონ ეგ წყეული ფული და დროზე მოიყვანონ ესენი რა უკვე ნერვები დამაწყდა იმაზე ფიქრით რო ამ ახვარმა ბართომეუმ რამე არ მიქაროს და მაგათ მაგივრათ ვინმე დუგლასივით ტოპ კლასის გამოქათამებული არ მოათრიოს ბარსაში.

    0
    გასულია

    12 - 5 აგვისტო 2017 12:10

    ციტატა: verratti6
    ციტატა: Don vinton
    eriksenic moayolet da pulisicic da xmis amomgebi ar viqnebi saertod .. ogond vermaeleni,duglasi,rafinia,turani ,denisi waabrdzanet gundidaan

    მაგას ვიძახი მთელი ზაფხულია. 100+90+32=222 ზუსტად :D ამის გარდა მუნირს ხომ ყიდიან 25 მილიონად, რაფინია 30 და არდაც 15 ად გაიყიდება. 70 მილიონი ექნებათ და ერიქსენს თავისუფლად მოგვცემენ მაგ ფასად. ვერმაელენი-დუგლასიც დაამატე ჯამში ორივე 10 მილიონი ხომ მაინც ღირს? :D წარმოიდგინე ტიპებს კაპიკი არ დაეხარჯებათ ბიუჯეტიდან ტრანსფერებზე. მეტი რაღა უნდათ? ნეიმარი რომ არ წასულიყო, კოუტინიო ხო მაინც უნდა ეყიდათ? საიდან მოიტანდნენ მაგ ფულს? ერისქენი აუცილებელია. ტიპი იმენა მოდრიჩია.

    უჰჰ მუნირი სულ არ გამხსენებია მიუმატონ ჰო მუნირიც ,რავიცი რა ამხელა გუნდი აბარიათ და რას მიკეთებენ, ხელფასებს იღებენ ქართველი პარლამენტარებივით მარტო და არაფრის მაქნისები არინ.როგორ ვერ უნდა შენიშნო ერიქსენი, რაკეტას და მოდრიჩს მახსენებს ,ერიქსენი ხუთი წელი უპრბლემოდ იდგება მაღალ დონეზე რა ,ინიესტას კოუტინიო ჩაანაცვლებს მაგრამ კოუ არ მევასება მაინც მე, და ერიქსენი რაკეტას, აბა ესენი ვერატის მომყვანნი არ არიან , ვერატი+ერიქსენი იქნებოდა მეორე ხავიესტა დუეტი

    0
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-
    don gio

    11 - 5 აგვისტო 2017 11:57

    აი ეს სამი ტრანფერი თუ გავაკეთეთ საღოლ რაა ნეიმარი არავის გაახსენდება

    0
    davidusi 2020

    10 - 5 აგვისტო 2017 11:48

    ესენი თუ დაიმატეს ,ბარსა შარშანდელთან შედარებით ძალიან გაძლიერდება ,თუ ერიკსონიც მოიყვანეს მაშინ ვერავინ გააჩერებს ბარსას, მაგრამ მაშინ ბევრი ფეხბურთელებიიქნება გასაშვები,ჩემი აზრით რაფინია,არდა,პაკო,გომეში..

    0
    გასულია

    9 - 5 აგვისტო 2017 11:08

    ეს ტრანსფეერები თუ გაკეთდა კლუბი ფინანსურადაც იხეირებს და სასტავიც გადახალისდება და მე პირადად ვაბშე არ დამწყდება გული მონეიმარის(ამ სახელს დავესესხები ბარსამანიას მომხმარებელს:დ) წასვლაზე.

    0
    --------------------
    "erti survilis ufleba rom mqondes mas vilanovastvis gamoviyenebdi"
    გასულია

    8 - 5 აგვისტო 2017 11:06

    სპორტმაც დაწერა რო გვიახლოვდება

    დემბელე

    0
    გასულია

    7 - 5 აგვისტო 2017 11:01

    ერთი რამეე მინდა ვთქვა რაა.. ბევრჯერ წავიკითხე რო ნეიმარიი გვკიდიაა ეს მოვიდეს და ვსი რათ უნდა ნეიმარიი.. და ბევრმა სხვა გუნდის ფანებმა ისიც შეტენა ყველა კულეს რო თითქოს კოუტინიოო მიგვაჩნია ნეიმარზე ძლიერად.. ყველამ უნდა ვაღიაროთ და ასეცაა და ასეც ვთვლით რომ ნეიმარის დონეზე ვერ მივა ვერავინ თავისთავად მესის და რონალდოს არ ვგულისმხობ.. მოქმედი ფეხბურთელებიდან მაგას სრულფასოვნად ვერავინ ვერ შეცვლის. მაგრამ გუნდი ეხლა უფორ ბალანსდება.. ადრე რო მარტო შეტევა გვყავდა.. ხოდა კი მეც გული მწყდება და ვაგინე მეც მარა მაინც გულის სიღრმეში მაინც მევასება ნეიამრიი და წარმატბას ვუსურვებ..

    0
    გასულია

    6 - 5 აგვისტო 2017 11:00

    თუ შესაძლებელია ორივე ერთად დემბელეც და კოუტინიოც. თუ არადა ერთ-ერთი მაინც. და ნახევარდაცვა თუ გაძლიერდა თავდასხმაში მესსი და სუარესი მიხედავენ ყველაფერს. მთავარია ვერატის კალიბრის ფეხბურთელი მოიყვანონ.

    რაც შეეხება ნეიმარს ბევრი ვიფიქრე და მაინც იმ დასკვნამდე მივედი (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვაგინე და მოღალატე ვუწოდე) მის შემცვლელს მართალია ვერ ვიპოვით ისეთს რომ სრუფასოვნად შეცვალოს მაინც მგონია მადლობა მოვუხადოთ გატარებული 3 წლისთვის და მისი ღვაწლისთვის ბარსაში. რა თქმა უნდა იდეალური ვარიანტი იქნებოდა მისი დარჩენა 29-30 წლამდე მაინც მაგრამ რას ვიზამთ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მითუმეტეს როცა ესეთი ხელმძვანელობა გვყავს. მთლად ხელმძვანელობისთვის გადაბრალება არ შეიძლება, მაგრამ დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში.

    უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ ეხლა არის კარიერის პიკში ეხლა უნდა ეჩვენებინა თავისი მაქსიმუმი ნეიმარს. მოკლედ 222 მილიონი მიიღეს და პლიუს კიდე 25 მილიონი თუ რაღაც დარჩათ რაც უდა გადაეხადათ ნეიმარის აგენტისთვის. ეხლა ვნახავთ რა შეუძლია რეალურად ჩვნს ხელმძვანელობას. ეხლაც ცომ ვერ დაიწყებენ ფულზე წუწუნს...

    და ბოლოს ნეიმარის სიტუაციის და ფიგუს სიტუაციის შეადარება არ შეიძლება ჩემი აზრით. რა თქმა უნდა ჰგავს მხოლოდ იმით, რომ ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ფიგუს შემთხვევაში გუნდის კაპიტანი იყო მასზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე ფანებს. ძალიან უჭირდა გუნდს და მტრის ბანაკში გადავიდა სადაც ვარკვლავები არ აკლდათ ისედაც ძლიერი რეალი უფრო გაძლიერდა... და პსჟ არ არის ჩვენი მტერი. ლიგა1-ია თუ რაც არის თავისი საქმე თვითონ იცის. მოკლედ მე პირადად მაშინ შევიძულებ ნეიმარს თუ რეალში ითამაშა ოდესმე.

    0
    --------------------
    Fuck The World
    Gerip3

    5 - 5 აგვისტო 2017 10:57

    მემგონი ძაან ვოცნებობთ და ისე არ დაგვემართოს მეშინია როგორც ვერატიზე

    0
    გასულია

    4 - 5 აგვისტო 2017 10:55

    ციტატა: gio-rakitich
    Jer adrea mainc magram gilocavt bicheboo

    Sanam oficialur gancxadebas ar vnaxav ver davijereb, veratizec darcmunebulebi viyavit da ki vnaxet rac moxda. Imedia es mainc gamartldeba, midi bartush, shentan vart mteli kuleoba:)))

    0
    visca barca123

    3 - 5 აგვისტო 2017 10:54

    Aეს სამი კაცი მოვიდეს და ავშენებულვაართ.... იმენა ესენი რას ითამაშებენ აზრზეც არა ხართ ... ნეიმარს არ გავკარიიი უსმანა ისე თამაშობს რომ ეგ რო 25 წლის იქნებაა (ნეიმარის ტოლი) აი მაშინ უკვე სუპერ იგროკი იქნება რა თქმა უნდა თუ გადმოვიდაა იტოკში წარმატებები ჩვენს ხელმძღვანელობაას რაა

    0
    გასულია

    2 - 5 აგვისტო 2017 10:47

    eriksenic moayolet da pulisicic da xmis amomgebi ar viqnebi saertod .. ogond vermaeleni,duglasi,rafinia,turani ,denisi waabrdzanet gundidaan

    0
    --------------------
    -გაუჩო----ეტოო----მესი-
    გასულია

    1 - 5 აგვისტო 2017 10:41

    ყველა თუ იყიდეს, ვენაცვალე მაგათ

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი