ლაპორტა რაიკაარდს აღარ ენდობა?

  • 18-09-2007, 15:20
  • გაზეთ "MARCA”-ს ცნობით ხუან ლაპორტამ ფრანკ რაიკაარდის ნდობა დაკარგა და ახლა ჰოლანდიელი სპეციალისტის მომავალი კლუბში მის შედეგებზეა დამოკიდებული.

    თავის დღევანდელ ნომერში "MARCA”-მ სენსაციური ინფორმაცია დაბეჭდა. ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, ფრანკ რაიკაარდმა ხუან ლაპორტას ნდობა დაკარგა და ახლა პრეზიდენტი უკვე დარწმუნებული აღარ არის, რომ კლუბს სეზონის ბოლომდე სწორედ რაიკაარდი უხელმძღვანელებს. ამის მიზეზად ჟურნალისტებს ცუდი შედეგები და სეზონის სტარტზე კლუბის ცუდი იმიჯი მოჰყავთ.

    ამ მომენტისათვის რაიკაარდის ბედი დამოკიდებულია "ბარსელონას” შედეგებზე, უფრო კონკრეტულად კი სამ უახლოეს საშინაო შეხვედრაზე "ლიონთან”, "სევილიასთან” და "სარაგოსასთან”.

    იმავე გამოცემის ცნობით კლუბის ხელმძღვანელობას პრობლემა აქვს ასევე რაიკაარდის შემცვლელთან დაკავშირებითაც, ამ მომენტში კლუბის გარედან მწვრთნელის მოყვანა სახიფათოა, ხოლო სამწვრთნელო შტაბიდან თუ ვის შეუძლია ესოდენ საპასუხისმგებლო პოსტის დაკავება, ჯერჯერობით უცნობია.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.