"ბარსელონას" კოუტინიოს გაფორმება გამპერის თასამდე სურს

  • 2-08-2017, 14:21
  • "ბარსელონას" კოუტინიოს გაფორმება გამპერის თასამდე სურს

    ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" უმთავრეს სატრანსფერო მიზანს წარმოადგენს. ახლა, როცა ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური ხდება, შესაძლოა კლუბი მას თანამემამულის შემცვლელადაც განიხილავდეს.

    "ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები როგორც თავად ფეხბურთელთან, ასევე "ლივერპულის" ხელმძღვანელობასთან. ბოლო "მოგზაურობა" MD-ს ინფორმაციით გუშინ განხორციელდა და ამავე წყაროს ცნობით, კოუტინიოს ტრანსფერის გაოფიციალურება 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოხდება.

    რა თქმა უნდა კიდევ არის ტრანსფერზე სამუშაო დარჩენილი, მაგრამ კატალონიელთა მიზანია ბრაზილიელის გამპერის თასის შეხვედრამდე გაფორმება. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ორშაბათს, თბილისის დროით 22:30 საათზე "შაპეკოენსეს" დაუპირისპირდებიან. ფეხბურთელი პრეზენტაციისთვის კი ეს შესანიშნავი დროა. კოუტინიოს კლუბი შესაძლოა სამი პოზიციის გაძლიერების ვარიანტად განიხილავდეს - ინიესტას, რაკიტიჩისა და ნეიმარის.

    ასევე პრესის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულებულია და ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია. ახლა თავად კოუტინიო აძლიერებს ზეწოლას და ცდილობს იურგენ კლოპი დაარწმუნოს, დათანხმდეს კატალონიელთა 100 მილიონიან შეთავაზებას.

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    12 - 2 აგვისტო 2017 17:42

    ციტატა: გოგონაძე)))
    აუუ გამოუშვან ეს კიდე რა გაგვიხურა ამ კლოპმა ნეის ადგილას დადგება ეს და ერიქსენი მოიყვანონ
    კარგი აზრია

    0
    გასულია

    11 - 2 აგვისტო 2017 17:35

    მოდი მალე

    0
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გოგონაძე)))

    10 - 2 აგვისტო 2017 16:53

    აუუ გამოუშვან ეს კიდე რა გაგვიხურა ამ კლოპმა ნეის ადგილას დადგება ეს და ერიქსენი მოიყვანონ

    0
    davidusi 2020

    9 - 2 აგვისტო 2017 15:54

    კოუტინიომ თუ ნეიმარზე მაგრა არ Iტამაშოს ნახავთ,ბარსას სხემას ზედ გამოწერილივით იქნება,დემბელესაც თუ დავიმატებთ ვაფშე მაგარი იქნება.

    0
    გასულია

    8 - 2 აგვისტო 2017 15:50

    კოუტინიო გვჭირდება და აუცილებლად უნდა მოიყვანონ ბარსაში

    0
    გასულია

    7 - 2 აგვისტო 2017 15:28

    რა გიკვირთ ვერ გავიგე, რატო არ მოდის, 100 მილიონი არ ღირსო. არ უნდათ გაშვება და არ უშვებენ, მასკერანო, სუარესი, ეხლა კოუტინიო მერე დაცინით პერმიერლიგა ვერ მოიგოო, მომავალიბარ აქო, ყოველწელს ხერხემალს ყიდის და რატო უნდა გამოუშვან??

    0
    fhilippe coutinho

    6 - 2 აგვისტო 2017 15:00

    თუ ვერატი და 120 ლიმონი არა მაშინ 222 ლიმონი და მაგ თანხაში კოუტინიო და დიბალა უალტერნატივოდ და ეს ისედაც წავიდა ხოდა მოვუტყან დედის შიგანი მაგ მონეიმარს გოგოებო თქვენთან ბოდიში

    0
    Sabsona11

    5 - 2 აგვისტო 2017 14:43

    წავიდა ნეი ბარსადან ოფიციალურზე დაწერეს

    0
    გასულია

    4 - 2 აგვისტო 2017 14:33

    ციტატა: G.Deulofeu19
    ციტატა: Johan_Cruyff
    იცი რა მიკვირს? როგორ უჭირს ბარსას ტრანსფერის გაკეთება, როცა სხვა გრანდები ერთი ხელის მოსმით ახერხებენ?
    მართლა ვერატის ახევა გვინდოდა და ნეიმარი აგვახიეს
    ამით კლუბის იმიჯი სასტიკად ზიანდება

    ჯერ მარტო ვერატის გამო არ უნდა გაეშვათ ნეიმარი ჯინაზე.
    მერე მეორე იციან ალტერნატივა არ ექნებათ ასნავოის ამიტომ იკავებემ თავს.

    არ გეთანხმებით, არ უნდოდა და არ არის სწორი მაგ დროს ფეხბურთელის დატოვება, თან უკვე ყველას შეაძიძღა თავი, განსაკუთრებით გულშემატკივარს

    0
    გასულია

    3 - 2 აგვისტო 2017 14:27

    ვერ მოიყვანენ სილელეა ვერც დიბალას და ვერც დემბელეს

    0
    G.Deulofeu19

    2 - 2 აგვისტო 2017 14:26

    ციტატა: Johan_Cruyff
    იცი რა მიკვირს? როგორ უჭირს ბარსას ტრანსფერის გაკეთება, როცა სხვა გრანდები ერთი ხელის მოსმით ახერხებენ?
    მართლა ვერატის ახევა გვინდოდა და ნეიმარი აგვახიეს
    ამით კლუბის იმიჯი სასტიკად ზიანდება

    ჯერ მარტო ვერატის გამო არ უნდა გაეშვათ ნეიმარი ჯინაზე.
    მერე მეორე იციან ალტერნატივა არ ექნებათ ასნავოის ამიტომ იკავებემ თავს.

    0
    გასულია

    1 - 2 აგვისტო 2017 14:23

    იცი რა მიკვირს? როგორ უჭირს ბარსას ტრანსფერის გაკეთება, როცა სხვა გრანდები ერთი ხელის მოსმით ახერხებენ?
    მართლა ვერატის ახევა გვინდოდა და ნეიმარი აგვახიეს
    ამით კლუბის იმიჯი სასტიკად ზიანდება

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი