3 ფეხბურთელი, რომლებიც, შესაძლოა, კოუტინიოს ტრანსფერში ჩაერთონ

3 ფეხბურთელი, რომლებიც, შესაძლოა, კოუტინიოს ტრანსფერში ჩაერთონ

ფილიპე კოუტინიო მიმდინარე ზაფხულში "ბარსას" მთავარ სატრანსფერო მიზანს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ თანხას, რომელსაც მერსესაიდელები თავიანთი ლიდერისთვის ითხოვენ, "ბარსელონამ", შესაძლოა, ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს.

რაფინიას შესაძლებლობები სათანადოდ ლუის ენრიკემ ვერ/არ გამოიყენა და ახალგაზრდა ნახევარმცველი, პრესის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდეს გეგმებშიც არ ჯდება. მიუხედავად ამისა, ინგლისში მას საკმაოდ კარგ ფეხბურთელად თვლიან. თანაც, ასევე პრესის ცნობით, "ლივერპული" მისი შეძენითაა დაინტერესებული და ახლა, როცა კატალონიელებს ფილიპე კოუტინიო სურთ, არაა გამორიცხული, მერსესაიდელთა ინტერესი მათ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

არდა თურანი, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი აგენტი არ მალავენ "ბარსელონაში" დარჩენის სურვილს, წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და კოუტინიოს ტრანსფერი თუ გაოფიციალურდა, ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლიც სწორედ ის იქნება. თურქი ფეხბურთელის თამაშის ხარისხი საგრძნობლად დაბალია იმასთან შედარებით, რასაც იგი კლუბში მოსვლამდე, "ატლეტიკოში" აჩვენებდა. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობის დავალებით მისმა აგენტმა თურანი "არსენალს" შესთავაზა, თუმცა დადებითი შედეგი ვერ მიუღია.

მესამე ვარიანტი კი ახალგაზრდა დენის სუარესია. რომელმაც "ბარსელონას" მთავარ გუნდამდე "ბარსა ბ", "სევილია" და "ვილიარეალი" გამოიარა. კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, არაა გამორიცხული კლუბი მას შეელიოს. მიუხედავად ამისა, ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, დენის სუარესს, რომელსაც ბრაზილიელის ფლანგზეც შეუძლია თამაში, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის მეტი შანსი ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 2 აგვისტო 2017 16:45
    0
    არდა გომეში ჩართონ თუ უნდათ რაფინია ერთადერთი რატომაც მინდა რო ზუსტად ვიცი ხავის ღირსეული შემცვლელი ტიაგოა და იქნებ როდესმე დაარწმუნოს თავის ძმამ ბარსაში გადმოსვლაში. დენისს პერსპექტივა აქვს მაგრამ კოუტინიოსთვის გავიმეტებდი მითუმეტეს ნეიმარის წასვლის შემდეგ
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 2 აგვისტო 2017 15:41
    0
    კოუტინიო აუცილებლად უნდა მოიყვანონ არდა და რაფინია ჩართონ ტრანსფერში დენისი დატოვონ
    Culé [?]
    #6 2 აგვისტო 2017 14:56
    0
    კოუ მაქსიმუმ 100 მილიონი
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Rodriguez10
    სტუმარი [?]
    #5 2 აგვისტო 2017 13:41
    0
    Vermaeleni brwyinavda arsenalshi!!! da tqventan gafuchda
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #4 2 აგვისტო 2017 12:48
    0
    დენისს შანსო უნდამივცეთ არდა რაფინია ვერმაელენი დუგლასი სასწრაფოდ უნდამოვაშოროთ
    fhilippe coutinho
    სტუმარი [?]
    #3 2 აგვისტო 2017 12:30
    0
    ციტატა: j—O—T—O—• 0—0—7
    AS: Неймар с опозданием в 15 минут прибыл в спортивный центр Барселоны.

    Жерар Ромеро (испанский журналист): ожидается, что бразилец приехал попрощаться с товарищами и не примет участие в тренировке команды.

    CAT Radio: Вальверде, узнав о решении Неймара, дал ему разрешение покинуть тренировочную базу и больше не тренироваться с командой.

    წავიდეს ვერატი დიმკა მოგვცენ და 50 ლიმონი დავამატოტ რესურსი და დიბალა ან კოუტინიოც მოვიყვანოდ
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #2 2 აგვისტო 2017 12:29
    0
    samive ertianad gavushvat mainc arafris maqnisebi ar arian da plus 100 milioni tu undat :D
    fhilippe coutinho
    სტუმარი [?]
    #1 2 აგვისტო 2017 12:28
    0
    დენისას ხელი არ დაადოთ არდა რაფინია გაუშვით