კოუტინიოს ტრანსფერში, შესაძლოა, რაფინია ჩაერთოს

კოუტინიოს ტრანსფერში, შესაძლოა, რაფინია ჩაერთოს

Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ლივერპული" სერიოზულადაა დაინტერესებული "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, რაფინიას შეძენით.

იქამდე, სანამ კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით მერსისაიდელებს ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი რაფინიათი უკვე იყო დაინტერესებული და დაახლოებით 40 მილიონის გადახდაზე იყო თანახმა.

თვითონ ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის მომდევნო სეზონის პრემიერ ლიგაში გატარება უფრო მისაღები იქნება, რადგან მას 2018 წლის მსოფლიო თასზე თამაში სურს და ამისთვის ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელს თავი უნდა მოაწონოს, რაც "ბარსელონაში" არც ისე ადვილი იქნება, იმიტომ, რომ აქ რაფინიას სათამაშოდ დიდი დრო არ ეძლევა.

"ლივერპულში" რაფინიას და კოუტინიოს ტრანსფერებს ერთმანეთს არ უკავშირებენ, თუმცა კატალონიელები ფიქრობენ, რომ თუ რაფინიას კოუტინიოს ტრანსფერში ჩართავენ, "ლივერპული" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გამოსასყიდ თანხას შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები ფილიპე კოუტინიოს 120 მილიონ ევროდ აფასებს, "ბარსელონა" კი ჯერჯერობით მხოლოდ 80 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 29 ივლისი 2017 18:57
    0
    კოუტინიო აუცილებლად უნდა მოვიდეს.რაფინიაც ჩართონ კი ბატონო.მგონი 80+რაფინიაზე არ იქნებიან წინააღმდეგნი
    Culé [?]
    #4 29 ივლისი 2017 17:31
    0
    აბა რჩებაო
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Culé [?]
    #3 29 ივლისი 2017 14:54
    0
    Caiges am chorebit tvini. Arafris ar mjera rac icereba. Ai roca cava an mova vinc ikneba da gaoficialurdeba mere davijereb. Tyuilad vishlit nervebs am statiebit
    n0i0k0a0 barsa
    სტუმარი [?]
    #2 29 ივლისი 2017 14:39
    0
    80milioni da rafinha miscen mainc didad ar mevaseba es rafinha
    ფანი [?]
    #1 29 ივლისი 2017 14:22
    0
    Dzaan kai transperi gamova rafinias satamashid ar edzleva dro da coutinio,magrad gamoadgeba barsas neymari tu darcha kide daglijaven me mjeravs