გუდიონსენი: “მე ვრჩები”

  • 16-09-2007, 04:25
  • "ბარსელონას” ისლანდიელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ იგი მზად არის დაეხმაროს გუნდს საჭიროების შემთხვევაში. გუდიონსენის განცხადებით იგი ივარჯიშებს ისე, როგორც საჭიორა, რათა იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას მისცემს. გუდიონსენმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ბარსელონადან არსად წასვლას არ აპირებს.

    "მე აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ, ეს დანმდვილად ესეა. მე არ ვფიქრობ არცერთ სხვა გუნდზე, მე მსურს ვიფიქრო მხოლოდ ჩემს დღევანდელ კლუბზე. მე ვთვლი, რომ გუნდში ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ ამომიწურავს და ამიტომ არ მსურს აქედან წასვლა” – განაცხადა გუდიონსენმა.

    გუდიონსენმა ასევე ისაუბრა სხვა თავდამსხმელებთან კონკურენციაზეც, "ჩვენს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე ჯერ არ მქონია შანსი წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და მევარჯიშა ისე, როგორც ჩემი თანაგუნდელები ვარჯიშობენ, მაგრამ მე ვესაუბრე მწვრთნელს და ექიმს, რათა ვივარჯიშო ისე, როგორც სხვებმა. მე თავს დისკომფორტში არ ვგრძნობ, რადგან რაიკაარდის განკარგულებაში უკვე მეც ვარ. მე უნდა ვიფიქრო ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე და დავამტკიცო, თუ რა შემიძლია”.

    მომავალი

    ზამთრის სატრანსფერო სეზონში კლუბის შესაძლო გამოცვლაზე გუდიონსენი არ საუბრობს და მთელი აქცენტი დღევანდელ კლუბზე, სამუშაოზე და ვარჯიშზე აქვს გადატანილი.

    გუდიონსენმა ასევე ისაუბრა ბოლო დროს კლუბებს და ნაკრებებს შორის წარმოშობილ დავაზე და აღნიშნა, რომ საჭირო არის მეტი დიალოგი კლუბების და ნაკრებების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის, რათა თავიდან იქნაა აცილებული შესაძლო უსიამოვნებები. მისი განმარტებით მან ნაკრების ბოლო თამაში კლუბის და ნაკრების მწვრთნელებს შორის მოლაპარაკების შედეგად გამოტოვა, "მათ გაითვალისწინეს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მე ოთხშაბათამდე ვერ ვითამაშებ. მე ნაკრების კაპირანი ვარ და ჩემი მოვალეობაა ნაკრებში თამაში, მაგრამ ამისათვის მე სრულ მზადყოფნაში ყოფნა მჭირდება”.

    როგორც სჩანს გუდიონსენის გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს, რადგან ფრანკ რაიკაარდმა იგი "ოსასუნას” წინააღმდეგ გასამართ დღევანდელი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 10 აპრილი 2018 20:58

    Pirveli

    1
    გასულია

    1 - 30 სექტემბერი 2017 14:17

    ეს წავა მალე :D :D

    1