პორტუგალიური პრესა მატიეს აკრიტიკებს

პორტუგალიური პრესა მატიეს აკრიტიკებს

როგორც მოგეხსენებათ, ჟერემი მატიე, რომელიც ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედიოდა, ლისაბონის "სპორტინგს" შეუერთდა. "ბარსელონამ" მას პორტუგალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება მისცა და რამდენიმე დღეში ტრანსფერიც გაოფიციალურდა. ფეხბურთელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.

ფრანგმა მცველმა ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო შეხვედრა გუშინ ჩაატარა და შვეიცარიაში "ბაზელთან" ამხანაგურ მატჩში 2-3 დამარცხდა. რა თქმა უნდა, პორტუგალიურმა მედიამ არ დააყოვნა და კრიტიკის მთავარი ქარცეცხლი სწორედ მატიეს დაატყდა. პრესის აზრით, შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ყოფილი "ბარსელონელის" შეცდომებმა ითამაშა.

"ნელი გადაწყვეტილებების მიღების დროს და პოზიციური შეცდომები, რამაც შვეიცარიელებს სივრცეები გაუთავისუფლა." - ციტირებს Record-ის სიტყვებს Mundo Deportivo.

აღსანიშნავია, რომ ეს "სპორტინგის" მეორე მარცხია მიმდინარე კვირაში, წინა შეხვედრა მათ "ვალენსიასთან" დათმეს 0-3, თუმცა, იმ შემთხვევაში, მატიეს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და კრიტიკაც არ დაუმსახურებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 ივლისი 2017 14:46
    0
    შეეტენათ? გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #8 17 ივლისი 2017 00:56
    0
    ციტატა: lado-barca
    მატიეზე ცუდის თქმა არავინ გაბედოს

    თორე ყველას ყურებს დააჭრის ჩვენი ლადო:))
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 17 ივლისი 2017 00:47
    0
    კიდე კაი დროს შევტენეთ
    Culé [?]
    #6 17 ივლისი 2017 00:44
    0
    მატიეზე ცუდის თქმა არავინ გაბედოს
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    neymar vs ლაშა
    სტუმარი [?]
    #5 16 ივლისი 2017 23:07
    0
    ასეც ვიცოდი სად გაამართლებს ტიპმა ფეხბურთის თამაში არ იცის laughing laughing
    Culé [?]
    #4 16 ივლისი 2017 22:57
    0
    Aaba ra egonat? Eg ro magari yofiliyo barca gaushvebda? LOL
    10 leo
    სტუმარი [?]
    #3 16 ივლისი 2017 22:49
    0
    ეს ერთ თამაში ბიჩოკებს ყრის და მერე კარგად თამაშობს მერე ისევ ბიჩოკებს ყრის და ასე შემდეგ. joy
    marco verratti.
    სტუმარი [?]
    #2 16 ივლისი 2017 22:36
    0
    კაი მატიემ დაუშვა შეცდომა და გავიდა გოლი თქვენ რას უყურებDიტ გაგეტანთ მერე თუ ყველა თამაშში ფრეებზე ოცნებობთ?
    Culé [?]
    #1 16 ივლისი 2017 22:18
    0
    დააბრალეთ მატიეს თქვენი შტერობები
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️