"რეგალ ბარსამ" გამარჯვებით დაიწყო

"რეგალ ბარსამ" გამარჯვებით დაიწყო

რამდენიმე დღის წინ, "რეგალ ბარსამ" "ევროლიგის" ტიტულის დასაცავად პირველი მატჩი გამართა და "პალაუ ბლაუგრანაზე" გამარჯვების მოპოვებაც შეძლო...

ჩავი პასკუალის შეგირდების შესანიშნავი თამაშის წყალობით "რეგალ ბარსამ" ხორვატიულ "კიბონასთან" გამარჯვების მოპოვება შეძლო. პირველ რიგში გამარჯვება დაცვის კარგ თამაშს უნდა მივაწეროთ. "რეგალ ბარსას" მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ნავარომ და რიკიმ დააგროვეს. მათ თავიანთ სახელზე 14–14 ქულა მიითვალეს, ხოლო "კიბონას" მხრიდან ყველაზე შედეგიანი, 28 ქულით ბოგდანოვიჩი გახლდათ.

"რეგალ ბარსა" 80–66 "კიბონა ზაგრები"



შემადგენლობები


"რეგალ ბარსა" (17+18+21+24): რიკი რუბიო(14), ნავარო (14), გრიმაუ (12), მორისი (6), ვასკესი (10) - სასტარტო ხუთეული – სადა (–), ლაკოვიჩი (13), ლორბეკი (9), პეროვიჩი (2), ნ'დონგი (–) და აპარისიო (–).

"კიბონა ზაგრები" (12+8+21+25): სტიპჩევიჩი (12), ჯონსონი (2), ბოდანოვიჩი (28), პასალიჩი (4), რადოსევიჩი (15) - სასტარტო ხუთეული – დელასი (2), ვრაგოვიჩი (–), ვრბანჩი (3) და ზუბჩიჩი (–).

მსაჯები: სუტულოვიჩი, ლოტერმოსერი და გელარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.