ოფიციალურად: ალენია ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ოფიციალურად: ალენია ახალ კონტრაქტს გააფორმებს

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მე-2 გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 19 წლის კარლეს ალენია კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

კატალონიური გუნდის ვებგვერდის ცნობით, ალენიამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თუ დროის ამ მონაკვეთში ის პირველ გუნდში დაწინაურდება, ხელშეკრულება ავტომატურად 2 წლით გახანგრძლივდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 75 მილიონი ევრო გახდება.

ალენია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 2015 წლიდან ის "ბარსელონა ბ"-ში გამოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 28 ივნისი 2017 21:03
    0
    კაია!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!