პაულინიოს ჩინური სკანდალი

პაულინიოს ჩინური სკანდალი

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" ჩინურ "გუანჩჟოუ ევერგრანდის" ბრაზილიელ ნახევარმცველს, პაულინიოს იწვევს. კატალონიელთა დაინტერესება ფეხბურთელის აგენტმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ დაადასტურეს.

დღეს, Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია იმ სკანდალის შესახებ, რომელშიც პაულინიო ჩინეთში გაეხვა.

გასული წლის ნოემბერში, პაულინიომ მონაწილეობა ფილიპინური ტოტალიზატორის, Letou-ს რეკლამაში მიიღო. სარეკლამო ფოტოზე ის იაპონელ პორნო ვარსკვლავთან ერთადაა გამოსახული.

სკანდალი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩინეთში როგორც აზარტული თამაშები, ასევე პორნოგრაფია აკრძალულია.

მომხდარის გამო, პაულინიოს თავის მართლება მოუხდა. საბოლოოდ, "გუანჩჟოუს" გადაწყვეტილებით, ფეხბურთელმა ყველა სარეკლამო აქტივობა კლუბს უნდა შეუთანხმოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 28 ივნისი 2017 16:50
    0
    მოდის ნეტა?!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Culé [?]
    #2 28 ივნისი 2017 15:09
    0
    არ მინდა ეს მაგრა რო მოვიდეს იბიომატ ხელმძღვნაელობა
    ფანი [?]
    #1 28 ივნისი 2017 13:39
    0
    Es unda kide barsas? Moaahoret aqedan