მესიმ რონალდუს რეკორდი გაიმეორა
გუშინ, ევროპის წამყვანი საკლუბო ჩემპიონატების ბოლო მატჩები გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ 2016/17 წლების სეზონის მიხედვით, "ოქროს ბუცი" ლიონელ მესიმ მოიპოვა.
მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, 37 გოლი გაიტანა და 2.0 კოეფიციენტის წყალობით, თავი 74 ქულას მოუყარა. მე-2 ადგილზე, 68 ქულით, ლისაბონის "სპორტინგის" თავდამსხმელი ბას დოსტი გავიდა, რომელსაც 62 ქულით პიერ ემერიკ ობამეიანგი მოსდევს. ათეულში შევიდა "ბარსელონას" კიდევ ერთი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, რომელიც, 56 ქულით, მე-7 პოზიციას იკავებს.
ლეო მესი "ოქროს ბუცის" მფლობელი მეოთხედ გახდა (2009/10, 2011/12, 2012/13 და 2016/17 წლებში) და ამ მხრივ, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 სეზონიდან 9-ში, "ოქროს ბუცი" ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელმა მოიგო. ის ერთადერთი ფეხბურთელიც, რომელმაც ეს პრიზი პრემიერ ლიგაში თამაშის დროს მოიგო, ამჟამად, ლა ლიგაში ასპარეზობს. საუბარი ლუის სუარესზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]