დინი: "როდესაც პლანეტის საუკეთესო გუნდში თამაშობ, წასვლა არ გინდა"

დინი: "როდესაც პლანეტის საუკეთესო გუნდში თამაშობ, წასვლა არ გინდა"

"ბარსელონას" ფრანგი მარცხენა მცველი, Equinox-ისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, კატალონიაში ცხოვრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გუნდის გამოცვლას არ გეგმავს.

"ბარსელონა შესანიშნავი ქალაქია. აქ, მთელი წლის განმავლობაში მზეა, რაც ძალიან კარგია. ყველაფერი ბრწყინვალეა. ყველაზე მეტად ტურისტების რაოდენობამ გამაკვირვა. ამდენი პარიზსა და რომშიც კი არ არიან.

ადგილობრივი გულშემატკივრები? ისინი შენთან სურათის გადაღებას უფრო იშვიათად ითხოვენ, ვიდრე, მაგალითად, რომში. ხალხი აქ უფრო თავდაჭერილია. ერთხელ, ჟერარ პიკეს რესტორანში შევხვდი და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ვნახე, რომ მას არავინ აწუხებდა. ეს უცნაურია, რადგან მას აქაც და მთელ მსოფლიოში ყველა იცნობს.

"კამპ ნოუზე" დებიუტი ძალიან ემოციური იყო. ბავშვობის ოცნება ავიხდინე იმ დროს, როდესაც ამას ჩემი ოჯახიც უყურებდა. ყველაზე შთამბეჭდავი განცდაა, როდესაც მოედნამდე გვირაბში გადიხარ.

როდესაც "კამპ ნოუზე" "რომას" მაისურით ვთამაშობდი, ჩემ წინააღმდეგ 100 000 ადამიანი იყო. ახლა კარგია იმის ცოდნა, რომ ისინი ჩემ მხარეს არიან.

აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მსოფლიოს უდიდეს კლუბში 26 თამაშის ჩატარების საშუალება მქონდა. ჩემთვის, ეს მნიშვნელოვანია. როდესაც პლანეტის საუკეთესო გუნდში თამაშობ, წასვლა არ გინდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcelona763
    სტუმარი [?]
    #9 26 მაისი 2017 12:22
    0
    კაი იყოს მარა რად გვინდა ეს ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ალბას
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #8 26 მაისი 2017 09:32
    0
    მე მომწონს დინი კარგი სათადარიგოა და არაა გასაშვები ჯერჯერობით მარცხენა ფლანგზე პრობლემა არ გვაქვს.ისე არც ცენტრში.მარჯვენა მცველი,ნახ.მცველი და სათადარიგო შემტევი გვინდა
    gerge rma
    სტუმარი [?]
    #7 26 მაისი 2017 03:25
    0
    JER REALSHI AR XAR DA RA SAUKETESOOBAZE BAROB :d:d:d:D
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #6 25 მაისი 2017 22:50
    0
    Zamenaze araa cudi da iyos ras erchian
    winner barca
    სტუმარი [?]
    #5 25 მაისი 2017 20:08
    0
    zamena xo mara xo sheidzleba iseti pexburteli iyidon ro dziritadis kacs gauwios konkurencia? ar metanxmebit?
    winner barca
    სტუმარი [?]
    #4 25 მაისი 2017 20:07
    0
    wasvla vis unda? mara am klubshi aseti pexburtelebis adgili ar ari aq udzlieresebi rchebian nu ramodenime pexburtels tu ar chavtvlit bowtie
    Culé [?]
    #3 25 მაისი 2017 20:04
    0
    მაგარია დინი არუნდა წავიდეს უფრო მაგარ ფორმაში იქნება ნახავთ ესეც დენისიც პაკოც და გომეშიც!!! სილესენმა რამდდენშიც ითამაშა კარგი იყო ყველგან!!!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 მაისი 2017 19:12
    0
    ადრიანო არ უნდა გაგვეშვა, ორივე ფლანგზე თამაში შეეძლო და ამას ბევრად ჯობდა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 მაისი 2017 18:30
    0
    ხოდა დალპი სკამზე თუ არ წახვალ. ერთი რამ კი 100 პროცენტით შემიძლია ვთქვა რომ ალბას უბრალოთ ვერ ამოაგდებს ძირითადიდან და რაც მეტი ხნით დარჩება უფრო ნაკლები პრაქტიკა და სატამაშო დრო ექნება.