“ბარსელონას” არ უნდა გლების გაშვება

  • 12-06-2009, 17:47
  • კატალონიის "ბარსელონამ” კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა სურვილი ბელორუსი ფეხბურთელის კლუბში დატოვებისა, რომელიც მან ერთი სეზონის წინ შეიძინა ლონდონის "არსენალიდან.”

    ბელორუსს დიდი როლი არ უთამაში იმ გამარჯვებებში, რომელიც პეპ გვარდიოლას გუნდმა ამ სეზონში მიაღწია, მიუხედავად ამისა "ბარსას” მწვრთნელმა გლების თამაში თავისებურად აქო.

    გვარდიოლას ამ ფეხბურთელის შეძენა შარშან "არსენალიდან” უნდოდა, რაც მოახერხა კიდევაც და ახლა აპირებს უფრო ხშირად გამოიყენოს სათამაშოდ.

    "ბარსელონას” სპორტული დირექტორი დაეთანხმა მწვრთნელს და ფიქრობს რომ გლები გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს მომავალ სეზონში.

    "ჩვენ არ გვქონია დიდი ბრძოლა შარშან ალექსანდრ გლების გადმოყვანაზე, მაგრამ ახლა მისი გაშვება ასეთივე ადვილი არ იქნება”. -განაცხადა ბეგირისტიანმა Stuttgarter Zeitung -ს ინტერვიუში.

    "შტუდგარდი” არის კლუბი, რომელიც იყო დაიტერესებული ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებით. მის გარდა მეორე გერმანული კლუბი, მიუნხენის "ბაიერნიც” იყო ბელორუსით დაინტერესებული. ერთ-ერთი ვერსიით გლები უნდა გამხდარიყო რიბერის "ბარსელონაში” ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი.

    წყარო www.goal.com

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი