ტაპია:"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნახვა მსურდა"
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, კლაუდიო ტაპია "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის შეხვდა, იტყობინება Mundo Deportivo.
წყარო წერს, რომ ტაპიამ მესისთან ერთად არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე სამპაოლის დანიშვნის ვარიანტი განიხილა. თავად კლაუდიომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
"ესპანეთში სამპაოლისთან შესახვედრად ჩამოვედი. "სევილია" უკმაყოფილოა? არსებობს იმის მტკიცებულება, რომ AFA-ს ხორხესთან კონტაქტი ჰქონდა?
რაც შეეხება მესისთან შეხვედრას, როგორც AFA-ს პრეზიდენტს უბრალოდ მსურდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მენახა."-განაცხადა ტაპიამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]