ფიფამ მესი შტაბ-ბინაში მიიწვია

  • 13-04-2017, 16:16
  • ფიფამ მესი შტაბ-ბინაში მიიწვია

    არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ლიონელ მესი ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მიიწვია, რომელიც ციურიხში მდებარეობს, რათა არგენტინელს ჩილესთან მატჩში (1:0) ჩადენილი საქციელი აეხსნა.

    ფეხბურთელი მსაჯის შეურაცხყოფის გამო 4 საერთაშორისო მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მოგვიანებით, AFA-მ ამ გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა.

    "ფიფამ მესი შეხვედრისთვის მიიწვია, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ თავისი ჩადენილი საქციელი აეხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ის ჩავიდეს ციურიხში AFA-ს ადვოკატებთან ერთად, დისკვალიფიკაციის ვადის შემცირებისთვის. ხვალ მე ბარსელონაში გავემგზავრები, რათა ფეხბურთელს გავესაუბრო." - ციტირებს ტაპიას სიტყვებს AS.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 14 აპრილი 2017 10:04

    იმეDია მოუხსნიან

    0
    --------------------
    LM10
    LS9
    PC14
    OD11
    გასულია

    3 - 14 აპრილი 2017 00:52

    ტყუილად არ მიიწვევდნენ. მესის ადგილას არ ჩავიდოდი მარა არგენტინასთვის მასე იქნება უკეთესი

    0
    theodore bagwell

    2 - 13 აპრილი 2017 16:30

    Imedia mouxsnian magram meewveba

    0
    ზეფიროსი

    1 - 13 აპრილი 2017 16:22

    არამგონია ოთხი ის გუნდი გავიდე,რომლებმაც პირველი ტამაში მოიგეს...მესის 3 გოლი აკლია 100მდე,იმედია დაამრგვალებს.

    0